მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » სასტუმრო ლომსია: მხოლოდ კომერციული ვაქცინაცია HORECA სექტორში ეფექტს ვერ მოგვცემს

სასტუმრო ლომსია: მხოლოდ კომერციული ვაქცინაცია HORECA სექტორში ეფექტს ვერ მოგვცემს

შპს „ველაჯიოს“ მფლობელობაში არსებული სასტუმრო „ლომსიას“  ხელმძღვანელი ამირან ქიმერიძე „ბიზნესპარტნორთან“ აცხადებს, რომ Covid ვაქცინის კომერციული ჯგუფებისგან შესყიდვა და  საკუთარი თანამშრომლების აცრა, ამ ეტაპზე პრობლემას ვერ მოაგვარებს.

მისი ინფორმაციით, პრობლემა კომპლექსურია და მისი მოგვარება საზღვრების გახსნითა და ტურისტების გააქტიურების პარარელურად უნდა მოხდეს.

„კომერციული ვაქცინის შემოტანა და ჩვენი მოქალქეების აცრა ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს, რომ ამით ქვეყანაში ტურისტული ნაკადები გაიზრდება. კომერციული ვაქცინის შემოტანის შემთხვევაში წელი მაინც ჩავარდება, რადგან ეს არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, ერთდროულად ავცრათ საქართველოს ყველა მოქალაქე.

შეიძლება HoReCa სექტორში დასაქმებულები აიცრან, მაგრამ მოსახლეობა მთლიანად ხომ ვერ იქნება აცრილი?! შესაბამისად, ეს ვერ მისცემს ტურისტულ კომპანიებს საზღვარგარეთ იმის თქმის  საშუალებას, რომ ქვეყანაში თავისუფლად შეუძლიათ შეიყვანონ  ტურისტები. კომერციული ვაქცინის შედეგად სამასპინძლო სექტორში თანამშრომლების აცრით შეიძლება პროცესი დაჩქარდეს. ვერ ვიტყვი, რომ ეს დიდ ეფექტს მოიტანს. რაც შეეხება იმას, დაინტერესდება თუ არა სასტუმრო „ლომსია“ აცრას საკუთარი თანამშრომლები კომერციული ვაქცინით, გეტყვით, რომ არა, არ ვიქნებით დაინტერესებული, რადგან  აზრი არ აქვს. დაინტერესება შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც ტურისტული ნაკადები გააქტიურდება. ეს ყველაფერი რომ დაწყებულიყო თებერვლის შუა რიცხვებიდან, აზრი ექნებოდა ამ ყველაფერს, ახლა სეზონს მაინც დავკარგავთ,“ – აცხდებს ქიმერიძე.

რაც შეეხება ვაქცინაციას, საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ პარტია 13 მარტს მიიღო. დაზღვეულისებისთვის კომერციულ ვაქცინის შეთავაზებას გეგმავს “ჯიპიაი ჰოლდინგი”.

იხილეთ ასევე

საქართველოში “დელტა პლუსი” გამოჩნდა – შტამი, რომელიც “დელტასთან” შედარებით კიდევ უფრო გადამდებია

საქართველოში “დელტა პლიუსის” შტამით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ …