მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » სასწავლო დაწესებულებებისთვის რეკომენდაციები შემუშავდა
საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ობიექტებში მდგომარეობის განხილვის მიზნით ს შეხვედრა გაიმართა. სასწავლო დაწესებულებებისთვის რეკომენდაციები შემუშავდა.

სასწავლო დაწესებულებებისთვის რეკომენდაციები შემუშავდა

საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ობიექტებში არსებული მდგომარეობის განხილვის მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეხვედრა გაიმართა. სასწავლო დაწესებულებებისთვის რეკომენდაციები შემუშავდა.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი ესწრებოდნენ.

მთავრობის წევრებს ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებსა და სასკოლო დაწესებულებების კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში სააგენტოს უფროსმა, ზაზა დოლიძემ წარუდგინა.

AgricultureGeorgia

იხილეთ ასევე

თოდუას კლინიკა მწეველებს ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგს სთავაზობს  

ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი ფილტვის კიბოს მომატებული რისკის მქონე მოქალაქეებს უფასო სკრინინგს – კომპიუტერულ ტომოგრაფიას …