მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » „სასწრაფო პედიატრი“: კოვიდ-პანდემიამ ხარჯები გაგვიზარდა, თუმცა ეს ფასზე არ აგვისახავს

„სასწრაფო პედიატრი“: კოვიდ-პანდემიამ ხარჯები გაგვიზარდა, თუმცა ეს ფასზე არ აგვისახავს

ბოლო წლებში პირველად, გრიპის სეზონზე“საქართველოში H1N1-ის, ე.წ. ღორის გრიპის  არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სეზონის განმავლობაში ორჯერ, დეკემბერ-იანვარში გამოვლინდა „ბე“ ტიპის ვირუსი, რომელიც შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება.

კერძო პედიატრიული სასწრაფო დახმარების კომპანია „სასწრაფო პედიატრში“ ამბობენ, რომ ასეთი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, მათთან გამოძახებები შარშანდელ წელთან შედარებით, უფრო ნაკლები იყო. თუმცა, კომპანია სახელმწიფოსთან ერთად, ჩართული იყო კოვიდ 19-ის მართვაში.

როგორც „სასწრაფო პედიატრის“ ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყიფიანმა jandacva.ge-ს განუცხადა, მათი ბრიგადები ახორციელებენ როგორც კოვიდდადასტურებული პაციენტების მართვას, ისევე მათ დიაგნოსტირებას და საჭიროების შემთხვევაში კლინიკაში გადაყვანას.

კერძო დაზღვევის მქონე პირებისთვის აღნიშნული მომსახურება, მათ შორის სწრაფი ტესტის ბინაზე გაკეთება, უფასოა, სხვა შემთხვევაში კი „პედიატრის“ გამოძახება 50 ლარი ღირს (ამ ღირებულებაში შედის სწრაფი ტესტის გაკეთებაც).

ეკა ყიფიანის თქმით, მართალია, კოვიდპაციენტების მომსახურებას დამატებითი ხარჯი სჭირდება თავდაცვის საშუალებების სახით, თუმცა კომპანიამ მოახერხა, ეს ხარჯი ტარიფზე არ აესახა და მომსახურების ღირებულება არ გაუზრდია.

ეკა ყიფიანი გასულ სეზონზე „ტრადიციული“ გრიპის ვირუსების არარასებობას, პირველ რიგში, ვაქცინაციის უპრეცედენტო მასშტაბებით ხსნის. შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს გრიპის ვაქცინები 220 ათასმა ადამიანმა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ გაიკეთა, 40 ათასი დოზის რეალიზაცია კი კომერციულმა სექტორმა განახორციელა.

ყიფიანის თქმით, ამას დაემატა პერიოდული შეზღუდვები, იზოლაცია და კოვიდ-19-ისგან თავის დაცვის სხვადასხვა საშუალების (დისტანციის დაცვა, პირბადე, ხელების ჰიგიენა) გამოყენება  და სხვადასხვა დაწესებულების, მათ შორის სკოლებისა და საბავშვო ბაღების დიდი ხნით დაკეტვა, რამაც სეზონური ვირუსების  ცირკულაცია ქვეყანაში პრაქტიკულად ნულამდე დაიყვანა.

ამ ეტაპზე, ახალი კორონავირუსის გარდა, ქვეყანაში ცირკულირებს რინოვირუსი, ადენოვირუსი, სხვადასხვა სახის კორონავირუსი და ამ სეზონისთვის დამახასიათებელი სხვა ვირუსები.

იხილეთ ასევე

კლინიკებში კოვიდ-განყოფილებების დახურვის პროცესი შეჩერდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, კოვიდკლინიკებში 2 333 საწოლია თავისუფალი. „ეს …