მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა არის წარმატებული პროექტი, მაგრამ ნებისმიერ პროგრამას სჭირდება კორექტირება
საყოველთაო ჯანდაცვა არის წარმატებული პროექტი, მაგრამ ნებისმიერ პროგრამას სჭირდება კორექტირება, რათა მოსახლეობამ მეტი სარგებელი ნახოს.

საყოველთაო ჯანდაცვა არის წარმატებული პროექტი, მაგრამ ნებისმიერ პროგრამას სჭირდება კორექტირება

“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არის ყველაზე ხარჯთეფექტური პროგრამა”, – ამის შესახებ “ბიზნესკონტაქტის” ეთერში ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ პროგრამა წარმატებულია, თუმცა ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პროგრამას მასაც სჭირდება კორექტირება. მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეჩერებაზე საუბარი არ მიმდინარეობს.

“ვეთანხმები პრემიერის ნათქვამს, მაგრამ მას ვისაც როგორც უნდა ისე იგებს. საყოველთაო ჯანდაცვა არის წარმატებული პროექტი, რომელმაც ჩვენი მოსახლეობა გაღატაკებისგან იხსნა, მაგრამ ნებისმიერ პროგრამას სჭირდება კორექტირება, რათა მოსახლეობამ მეტი სარგებელი ნახოს. ეს პროგრამა არ გაჩერდება, ის არ არის საარჩევნო პროგრამა და არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არის ყველაზე ხარჯთეფექტური პროგრამა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქვეყანაში შემციებულია, ასევე მნიშვნელოვნად შემცირებულია 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილობის მაჩვენებელი, შობადობა გაიზარდა და ამ ყველაფერში დიდი როლი ითამაშა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემამ.

ინდიკატორებიდან გამომდინარე, ამ პროგრამის მართვა მიმდინარეობს კარგად. რაც შეეხება დეფიციტს, ზოგადად ჯანდაცვითი ხარჯები ყველგან არის მზარდი. ხდება აპელირება, თითქოს ბიუჯეტი ვერ გაუძლებს, მაგრამ გეტყვით, რომ ეს პროგნოზი არ გამართლდება“, – განაცხადა ხუნდაძემ.

Maestro Television

იხილეთ ასევე

დსთ-სთან შედარებით საქართველოში პირველადი ჯანდაცვა ყველაზე ცუდად ფინანსდება – „ევექსის“ ტოპ-მენეჯერის პოზიცია

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა განვითარების მომდევნო ეტაპზე გადადის. ამ თემაზე ბოლო შეხვედრა კერძო სექტორსა და ჯანდაცვის …