მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვის ბაზების განახლებამდე დისკრიმინაციულ მდგომარეობაში 115 000 ადამიანი იმყოფებოდა
"საყოველთაო ჯანდაცვის ბაზების განახლებამდე დისკრიმინაციულ მდგომარეობაში 115 000 ადამიანი იმყოფებოდა", - ამის შესახებ დავით სერგეენკომ განაცხადა.

საყოველთაო ჯანდაცვის ბაზების განახლებამდე დისკრიმინაციულ მდგომარეობაში 115 000 ადამიანი იმყოფებოდა

“საყოველთაო ჯანდაცვის ბაზების განახლებამდე დისკრიმინაციულ მდგომარეობაში 115 000 ადამიანი იმყოფებოდა”, – ამის შესახებ “ბიზნესკონტრაქტს” ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

როგორც ცნობილია, საყოველთაო ჯანდაცვის მარეგულირებელ დოკუმენტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, 1 მარტიდან კერძო დაზღვევის მქონე მოქალაქეები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას ვეღარ იღებენ.

როგორც მინისტრმა განმარტა, ბაზების განახლებამ გამოავლინა, რომ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში 115 000 ადამიანი იმყოფებოდა, ორმაგი დაფინანსებით კი 55 ათასი ადამიანი სარგებლობდა.

“მონაცემთა განუახალებლობა, რომელსაც 2013 წლიდან ჰქონდა ადგილი, გამოწველი იყო ორი ჯგუფის პრობლემით. იყო ადამიანები, ვისაც ჰქონდა კერძო დაზღვევა, ვერ მოხვდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და შემდგომში დაკარგეს კერძო დაზღვევა და ვერ დაიბრუნეს საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო პაკეტი. ასეთი ადამინების რაოდენობამ შეადგინა 115 000. ისინი იყვნენ აშკარად დისკრიმინირებულები. მათ მიეცათ 1 მარტიდან საშუალება, რომ მიიღონ საყოველთაო ჯანდაცვის სრული პაკეტი ,თუ მათ არა აქვთ კერძო დაზღვევა.

ვისაც ჰქონდა დისკრიმინაციული მდგომარეობა, 115 000-დან ასეთი აღმოჩნდა 55 000. დანარჩენს ჰქონდა კერძო დაზღვევა და მინიმალურ პაკეტსაც ორმაგი დაფინასებით იყენებდა. მეორე მხრივ აღმოჩნდნენ ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც 2013 წელს არ ჰქონდა კერძო დაზღვევა, გახდა საყოველთაოს მონაწილე და შემდგომში შეიძინა კერძო დაზღვევა, თუმცა სარგებლობდა ორმაგი დაფინასებით. ასეთი ადაიანების რაოდენობა 40 ათასამდეა. ეს ორი მნიშვნელოვანი დისკრიმინაციული მომენტი გაბათილდება”, – განმარტა დავით სერგეენკომ.

businesscontract.ge

იხილეთ ასევე

დსთ-სთან შედარებით საქართველოში პირველადი ჯანდაცვა ყველაზე ცუდად ფინანსდება – „ევექსის“ ტოპ-მენეჯერის პოზიცია

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა განვითარების მომდევნო ეტაპზე გადადის. ამ თემაზე ბოლო შეხვედრა კერძო სექტორსა და ჯანდაცვის …