მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმიური ოპერაციების დაფინანსება 1 ოქტომბრიდან განახლდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმიური ოპერაციების დაფინანსება 1 ოქტომბრიდან განახლდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმიური ოპერაციების დაფინანსება და ჩატარება მიმდინარე კვირიდან, 1 ოქტომბრიდან განახლდება. ამის შესახებ  ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ.

შეგახსენებთ: სახელმწიფოს მიერ გეგმიური ოპერაციების დაფინანსება მიმდინარე წლის აგვისტოდან, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო შეწყდა. გამონაკლისებია სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციები, ასევე ონკოლოგიური ოპერაციები და კარდიოქირურგიული ჩარევები.

მსგავსი შეზღუდვა მოქმედებდა პანდემიის პირველი და მეორე ტალღების პერიოდშიც და ამ რეგულაციის მიზანი იყო საწოლების მონბილიზება კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის.

ეპიდემილოგიური ვითარების გაუმჯობესების გამო, ჯანდაცვის სამინისტროს შეზღუდვის გაგრძელება აღარ მოუწია. ბოლო 24 საათის მაჩვენებლით, დადებითობის დღიური მონაცემი 5%-ს ჩამოსცდა, შემცირდა ლეტალობაც – ბოლო 24 საათში კორონავირუსმა 27 ადამიანი იმსხვერპლა. ამასთან, უკვე 300-ს ჩამოსცდა კრიტიკული პაციენტების რაოდენობა – რეანიმაციაში ამ ეტაპაზე 288 ინფიცირებული იმყოფება.

 

 

 

 

 

 

იხილეთ ასევე

სად არის შესაძლებელი გრიპზე უფასო ვაქცინაცია – სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი

გამოქვეყნდა სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც მოქალაქეებს გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება შეუძლიათ. სია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე. …