მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა იმ პირებსაც შეეძლებათ, რომლებსაც კორპორაციული დაზღვევა ჰქონდათ
საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა იმ პირებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 2013 წლის 1-ელ ივლისამდე კორპორაციული დაზღვევა ჰქონდათ და ამის შესაძლებლობა ახლა არ აქვთ.

საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა იმ პირებსაც შეეძლებათ, რომლებსაც კორპორაციული დაზღვევა ჰქონდათ

საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა იმ პირებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 2013 წლის 1-ელ ივლისამდე კორპორაციული დაზღვევა ჰქონდათ და ამის გამო აღნიშნულის შესაძლებლობა ახლა არ აქვთ.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა, უკვე მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობის შესაბამის დადგენილებაში ცვლილება შევიდეს და საყოველთაო ჯანდაცვა ხელმისაწავდომი აღნიშნული კატეგორიის პირებისთვისაც გახდეს.

“არსებული მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვა არ ვრცელდება პირებზე, რომლებსაც 2013 წლის 1-ელ ივლისამდე ჰქონდათ კორპორაციული დაზღვევა, ხოლო მათ, ვინც კორპორაციული დაზღვევა შემდგომში დაკარგა, მიეწოდება მხოლოდ მინიმალური პაკეტი.

იმისთვის, რომ თავიდან ობიექტურად გავაკეთოთ გამიჯვნა ამ სერვისებით მოსარგებლეებისთვის, აუცილებლად გვჭირდება სადაზღვევო ინდუსტრიისგან დაზუსტებული მონაცემთა ბაზა, რომლის მიღება ძალიან გართულდა, თუმცა ბოლო დღეების ინფორმაციით, სადაზღვევო ინდუსტრია მზად არის იმისთვის, რომ მოგვაწოდოს ეს ბაზა.

შესაბამისად უკვე ტექნიკური ხასიათის საკითხი დარჩება, თუ როგორ გავაკეთებთ ახალ გამიჯვნას, რომ ეს იყოს სამართლიანი. ამას კანონში ცვლილებები არ დასჭირდება. მთავრობის დადგენილებაში 2013 წლის 1-ელი ივლისის მაგივრად ჩაიწერება შესაბამისი ვადა, როდესაც მონაცემთა ბაზის დადარება დასრულდება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

interpressnews.ge

 

იხილეთ ასევე

მელანომის დიაგნოზის მქონე 110 პაციენტი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს

მძიმე დაავადების მქონე 110 პაციენტი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს.  მელანომის დიაგნოზის მქონე პაციენტებმა  პეტიცია შეიმუშავეს, რათა …