მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » შეგვიძლია თუ არა, ვაქცინის ორი დოზა სხვადასხვა კლინიკაში გავიკეთოთ – სამინისტროს განმარტება

შეგვიძლია თუ არა, ვაქცინის ორი დოზა სხვადასხვა კლინიკაში გავიკეთოთ – სამინისტროს განმარტება

იმ პირებს, რომლებმაც „ასტაზენეკას“ ან „სინოფარმის“ ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთეს, მეორე დოზაზე დარეგისტრირება შეუძლიათ როგორც იგივე, ისევე სხვა, მათთვის სასურველ კლინიკაში, საქართველოს მასშტაბით. განმარტებებს  jandacva.ge-სთან ჯანდაცვის სამინისტროში აკეთებენ. აღნიშნული საკითხით ვებგვერდს არაერთმა მოქალაქემ მიმართა, რომელთაც აინტერესებთ, სარგებლობენ თუ არა თავისუფალი არჩევანით მეორე დოზაზე დარეგისტრირებისას.

შეზღუდვა მხოლოდ „ფაიზერის“ ვაქცინას ეხება, რომელსაც შენახვის უფრო რთული პირობები აქვს და ამიტომ ქვეყნის მასშტაბით ამ ვაქცინით აცრები მხოლოდ 6 დაწესებულებაში ტარდება.

შეგახსენებთ, რომ „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, „სინოფარმზე“ კი ამ ეტაპზე მხოლოდ პირველი აცრის ჯავშნებია გახსნილი. რეგისტრაცია booking.moh.gov.ge-ზე მიმდინარეობს.

 

იხილეთ ასევე

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს 16 ადამიანი ემსხვერპლა და …