მთავარი » მსოფლიო » შეიქმნა ვაქცინა, რომელიც თავის ტვინის კიბოს მქონე ადამიანებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს

შეიქმნა ვაქცინა, რომელიც თავის ტვინის კიბოს მქონე ადამიანებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს

მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი ვაქცინა სახელწოდებით DCVax-L, რომელიც დაავადებულების იმუნურ უჯრედებს თავის ტვინის სიმსივნესთან საბრძოლველად იყენებს – წერს გამოცემა JAMA Oncology.

ამ ვაქცინის საშუალებით შესაძლებელია პაციენტების სიცოცხლის გახანგრძლივება თვეებით, ზოგ შემთხვევაში კი წლობით, რასაც კლინიკური ცდები ადასტურებს.

სპეციალისტებმა პირველად შეძლეს ასეთი მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა გლიობლასტომის მკურნალობაში. ზოგადად, ამ დაავადების მქონე ადამიანი დიაგნოზის დასმიდან საშუალოდ წელიწადის-წელიწადნახევრის განმავლობაში ცოცხლობს.

DCVax-L-ის საშუალებით კი დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა პაციენტებმა, ამ ვაქცინის მიღებიდან 8 წელი და მეტი ხნის განმავლობაში იცოცხლეს. ცნობილია ერთი პაციენტის შესახებ, რომელსაც ეს დიაგნოზი 7 წლის წინ დაუსვეს და დღემდე ცოცხალია.

ვაქცინის შესაქმნელად მეცნიერები დაავადებულის სისხლიდან გამოყოფენ სპეციფიკურ იმუნურ უჯრედებს, რომლებიც დენდრიტული უჯრედების სახელითაა ცნობილი. ამ უჯრედებს ისინი „წვრთნიან“ ბიომარკერების საშუალებით, რომლებსაც სიმსივნიდან იღებენ. როცა ვაქცინა პაციენტის სხეულში ხვდება, ის იწყებს ამ ინფორმაციის გაზიარებას, რაც ორგანიზმის იმუნურ სისტემას სამიზნის ამოცნობისა და მასზე დარტყმის საშუალებას აძლევს.

ვაქცინასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები 8 წელია გრძელდება და მასში ჩართულია 300-ზე მეტი პაციენტი დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, კანადიდან და გერმანიიდან. პაციენტებს ჰქონდათ გლიობლასტომა, რომელიც მოზარდებში ტვინის კიბოს აგრესიულ ფორმას წარმოადგენს.

„ვაქცინა ახანგრძლივებს სიცოცხლეს და, რაც საინტერესოა, ეს ხდება იმ პაციენტების, კერძოდ ხანდაზმული ადამიანების შემთხვევაში, რომლებსაც ტრადიციულად ყველაზე არაკეთილსაიმედოდ ითვლებოდნენ,“ – განაცხადა ლონდონის სამეფო კოლეჯის საავადმყოფოს ნეიროქირურგმა კეიუმარს აშკანმა.

პაციენტები, რომლებსაც დიაგნოზი ახლახანს დაუსვეს, ვაქცინის მიღების შემდეგ საშუალოდ 19,3 თვე ცოცხლობდნენ, განსხვავებით 16.5 თვისგან იმ ადამიანებში, რომლებმაც პლაცებო მიიღეს.

რაც შეეხება პაციენტებს, რომლებსაც სიმსივნის რეციდივი ჰქონდათ, DCVax-ის გაკეთების შემდეგ მათ 13.2 თვე იცოცხლეს განსხვავებით 7,8 თვისგან იმ პაციენტებში, რომლებმაც პლაცებო მიიღეს.

საბოლოო ჯამში, იმ ადამიანების 13%-მა, რომლებმაც ვაქცინა  გაიკეთეს, იცოცხლეს მინიმუმ 5 წელი დაავადების აღმოჩენის შემდეგ.

იხილეთ ასევე

კოვიდ 19-ის კატასტროფული აფეთქების მიუხედავად, ჩინეთი აშშ-დან ვაქცინების მიღებაზე უარს ამბობს

ამერიკის შეერთებული შტაბების ხელისუფლებამ ჩინეთის მთავრობას თანამედროვე კოვიდსაწინააღმდეგო მ-რნმ-ვაქცინების მიწოდება შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. ინფორმაციას …