მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » შეიქმნას სიმსივნეებისადმი გენეტიკურად მიდრეკილი ადამიანების კვლევის ცენტრი – ონკოლოგის ინიციატივა

შეიქმნას სიმსივნეებისადმი გენეტიკურად მიდრეკილი ადამიანების კვლევის ცენტრი – ონკოლოგის ინიციატივა

კარგი იქნება, თუ საქართველოში შეიქმნება ცენტრი ონკოლოგიური დაავადებების მიმართ გენეტიკურად მიდრეკილი ადამიანების შესწავლისთვის. ამის შესახებ ონკოლოგმა, კლინიკა „პინეოს“ ონკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელმა ზაზა უჯმაჯურიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, არსებობს მთელი რიგი გენეტიკური მდგომარეობები, როდესაც ადამიანს აქვს მიდრეკილებები ამა თუ იმ ტიპის სიმსივნის განვითარების მიმართ სიცოცხლის მანძილზე.

მისივე თქმით, 100%-იანი არაფერი არსებობს, თუმცა არის გარკვეული გენური მუტაცია, როცა სიმსივნის განვითარების რისკი ძალიან დიდია.

პაციენტთან საუბრისას, რაც უნდა გამოვკითხოთ, თუ იყო ოჯახში სიმსივნური შემთხვევები, როგორი და რა.

„არსებობს სიმსივნეები, რომლებიც მიგვინიშნებს გარკვეულ გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე.  უცხოეთში არსებობს სპეციალური სკრინინგ-ცენტრები, სადაც ოჯახური ისტორიით დამძიმებულ პაციენტებს იკვლევენ. იქ პროფილაქტიკურადაც კი კეთდება მაგალითად ნაწლავის ამოღება, საკვერცხეების ამოჭრა თუ შვილოსნობის ასაკი დასრულებულია. კარგი იქნება, ჩვენთანაც გაკეთებულიყო მსგავსი ცენტრები. ეს არაა სკრინინგი, ესაა მაღალსპეციალიზებული განყოფილებები, სადაც სპეციალური დაკვირვების ქვეშ ეყოლებათ ინდივიდები. გარდა ამისა, საჭიროა მათი აღრიცხვაც და მათი გენეტიკისა და ოჯახური კავშირების გამოვლენა,“- განაცხადა ზაზა უჯმაჯურიძემ.

იხილეთ ასევე

ტელემედიცინა და ანალიზების ჩაბარება “დისტანციურად” – რა ცვლილებები მოიტანა პანდემიამ

კოვიდპანდემიამ, უკიდურესად ნეგატიურ შედეგებთან ერთად, დადებითი ტენდენციების განვითარებას და გააქტიურებასაც შეუწყო ხელი. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არის ტელემედიცინის განვითარება. საქართველოს …