მთავარი » ჯანდაცვა » შეხვედრა პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებთან
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებთან

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფის პროგრამა და მასთან დაკავშირებული საკითხები იყო. დავით სერგეენკომ ახალი პროგრამის შესახებ შეხედულებები, პირადად ექიმებისგან მოისმინა.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფის პროგრამა 1 ივლისს ამოქმედდა.

ახალი პროგრამის მეშვეობით, მედიკამენტების მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველი მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 100 000 – ის ჩათვლით და აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებები: – გულ-სისხლძარღვთა დაავადებები; – ფილტვის ქრონიკული დაავადებები; – ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები; – დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული) მედიკამენტების ყოველი გატანისას პირი აფთიაქში იხდის გატანილი მედიკამენტების ღირებულების 10%-ს, რაც არ აღემატება 1 ლარს, მაგრამ არანაკლებია 5 თეთრზე.

პირველ ეტაპზე აღნიშნული პროგრამით სარგებლობის საჭიროება დაახლოებით რამდენიმე ასეულობით ათას მოქალაქეს ექნება.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

გართულებული ეპიდვითარების გამო, თბილისსა და ქუთაისში დამატებითი კოვიდსასტუმროები ამოქმედდა

საქართველოში კოვიდსასტუმროების რაოდენობა ორით გაიზარდა. თითო-თითო ასეთი დაწესებულება დამატებით თბილისსა და ქუთაისში ამოქმედდა. მიზეზი ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური …