მთავარი » მსოფლიო » ორი ჩინური ვაქცინა, რომელიც საქართველოს უკვე აქვს, ჯანმოს ავტორიზაციას, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მიიღებს

ორი ჩინური ვაქცინა, რომელიც საქართველოს უკვე აქვს, ჯანმოს ავტორიზაციას, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მიიღებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწე, მარიანჯელა სიმაო აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი „სინოფარმის“ და „მოდერნას“ შესახებ მსჯელობენ. მისივე თქმით, მომდევნო კვირაში ჯგუფი შეიკრიბება კიდევ ერთი ვაქცინის, „სინოვაკის“ შესაფასებლად.

როგორც ბრიფინგზე მარიანჯელა სიმაომ აღნიშნა, დასახელებული ვაქცინების საბოლოო შეფასების შედეგი მომავალი კვირის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

„საგანგებო მოხმარებისთვის დასამტკიცებლად ვაქცინების შეფასებას ახორციელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა საგარეო ჯგუფი. ისინი შეხვედრას ამ წუთებშიც მართავენ. მიმდინარეობს მსჯელობა „სინოფარმისა“ და „მოდერნას“ შეფასებაზე. მომავალ კვირაში კი ჯგუფი იკრიბება „სინოვაკის“ შესაფასებლად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გლობალურ ბაზარზე ჩვენ გვქონდეს დამტკიცებული უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინები. ჩვენ გვაქვს ბევრი არასტაბილურობა ვაქცინების მომარაგებაში, მათ შორის ინდოეთში. ამიტომ გვჭირდება მეტი ვაქცინა ბაზარზე და ამ ვაქცინებს სჭირდებათ საგანგებო მოხმარებისთვის დამტკიცება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, რათა გამოიყენებოდნენ საერთაშორისო მიწოდებისთვის. ასე რომ, მომავალი კვირის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება ამ სამი ვაქცინის საბოლოო შეფასება. ასევე მიმდინარეობს სხვა ვაქცინების შეფასებაც“, – განაცხადა  მარიანჯელა სიმაომ.

1tv.ge

იხილეთ ასევე

“ბლუმბერგმა” პანდემიისას ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებად სინგაპური და ახალი ზელანდია დაასახელა

კორონავირუსის პანდემიისას ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში სინგაპურმა (79,7 ქულა) ახალ ზელანდიას (79,6 ქულა) გადაასწრო, – …