მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » სხვადასხვა გადაცდომის გამო 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერდა

სხვადასხვა გადაცდომის გამო 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერდა

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს ყოველთვიური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 12 საკითხი განიხილეს და 28 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.

საბჭოს გადაწყვეტილებით სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 8 ექიმს, 16 ექიმზე პასუხისმგებლობის სახედ წერილობითი გაფრთხილება განისაზღვრა, 4 ექიმს კი პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

სულ 2021 წლის იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, პროფესიული განვითარების საბჭომ 54 საკითხი განიხილა და 93 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელა.

პროფესიული განვითარების საბჭო ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, სამედიცინო დაწესებულებებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისგან შედგება. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.

 

იხილეთ ასევე

გაიგეთ, გიქმნით თუ არა თქვენი სამსახური ნაადრევი სიკვდილის რისკს – ჯანმოს კვლევა

უქმნის თუ არა თქვენი სამუშაო პირობები საფრთხეს თქვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს? თუ თქვენ კვირაში 55 …