მთავარი » სოციალური » სოციალური სფერო ძალიან სენსიტიური სფეროა და არ შეიძლება პოპულისტური დაპირებები
ზაზა სოფრომაძე პენსიებისა და სოციალური დახმარებების შესახებ საუბრობს.სოციალური სფერო საკმაოდ სენსიტიური სფეროა და პოპულისტური დაპირებები არ შეიძლება.

სოციალური სფერო ძალიან სენსიტიური სფეროა და არ შეიძლება პოპულისტური დაპირებები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე „არჩევანის“ ეთერში პენსიებისა და სოციალური დახმარებების შესახებ საუბრობს. სოფრომაძის თქმით, სოციალური სფერო საკმაოდ სენსიტიური სფეროა და პოპულისტური დაპირებები არ შეიძლება.

„სოციალური სფერო ძალიან სენსიტიური და სპეციფიური სფერო გახლავთ, აქ არ შეიძლება პოპულისტური დაპირებები, აქ საჭიროა სწორედი სეთი გათვლები რომელიც რეალისტური იქნება. ის გათვლები რაც გაკეთდა, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პენსია გაიზარდოს გარკვეული რაოდენობით.

ჯერ ეს იყო 10 ლარი, შემდეგ ეტაპზე ას გახლავთ 20 ლარი, თუმცა მინდა ვთქვა, რომ მოსახლეობის სოციალური მგომარეობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ პენსიაზე, აქ გარკვეული კომპენსატორული მექანიზმებიც ერთვება, ეს არის შეჭირვებული ფენებისთვის სოციალური დახმარება, მუნიციპაური დახმარებები, მაღალმთიანი რეგიონებისთვის იზრდება სხვადასხა ტიპის დახმარებები და პენსიაც და ამ ღონისძიებების კომპლექსმა უნდა შექმნას ის პირობები, რაც მისაღები არის ჩვენი მოსახლეობისთვის“,-განაცხადა სოფრომაძემ.

news.ge

იხილეთ ასევე

4 წლის ნიკოლოზ ვეშაპიძეს კარდიომოსტოპია აქვს. გული მტკივაო უთხრა მშობლებს და უცებ რეანიმაციაში გადაიყვანეს. პატარას, სასწრაფოდ გულის გადანერგვა სჭირდება. მისი მდგომარება ყოველდღიურად ძალიან მძიმდება, რადგან, რამდენიმე დღის წინ, ინსულტი დაემართა.

4 წლის ნიკოლოზ ვეშაპიძეს სასწრაფოდ გულის გადანერგვა სჭირდება

4 წლის ნიკოლოზ ვეშაპიძეს კარდიომოსტოპია აქვს. გული მტკივაო უთხრა მშობლებს და უცებ რეანიმაციაში გადაიყვანეს. პატარას, სასწრაფოდ …