მთავარი » დაზღვევა » „სრულფასოვანი მკურნალობა, უწყვეტი ზრუნვა საქართველოში მცხოვრები ყველა ონკოპაციენტისთვის“ – დღეს მედიასემინარი იმართება

„სრულფასოვანი მკურნალობა, უწყვეტი ზრუნვა საქართველოში მცხოვრები ყველა ონკოპაციენტისთვის“ – დღეს მედიასემინარი იმართება

24 ნოემბერს, 18:00 საათზე, სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ“-იში გაიმართება მედიასემინარი თემაზე „ხელმისაწვდომი მკურნალობა ყველას“. ღონისძიების მიზანია მედიის ინფორმირება ონკოლოგიური დაავადებების მართვაში,  დღეს არსებული გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრის გზების გაცნოა, რათა მათი ჩართულობით განხორციელდეს  შემდგომი სამოქმედო გეგმის დასახვა, თემის მეტად აქტუალიზაციით  საბოლოო შედეგების მიღწევა,  რაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ონკოლოგიურ სერვისებზე სრულფასოვან და თანაბარ ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

დღეს არსებული მდგომარეობით:

  1. კერძო დაზღვევის ბენეფიციარებს, არ აქვთ ან ძალიან მწირია ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა
  2. ხოლო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ონკოლოგიური მკურნალობისთვის გამოყოფილი ლიმიტი არ არის საკმარისი მრავალი სიმსივნის სრულყოფილი მკურნალობისთვის, რაც ნიშნავს, რომ პაციენტები ვერ ან მხოლოდ ნაწილობრივ ახერხებენ მკურნალობის კურსის გავლას, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანაში ზრდის ონკოლოგიური დაავადებებით სიკვდილიანობის მაჩვენებელს.

კერძოდ, რომ შევაჯამოთ, დასაქმებული ადამიანები, რომლებიც იხდიან სახელმწიფო გადასახადებს და ამით გარკვეულწილად აფინანსებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებსაც, კერძო დაზღვევით სარგებლობის შემთხვევაში რჩებიან მკურნალობის მიღმა, ხოლო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები არასრულყოფილი მკურნალობის შედეგად ვერ ამარცხებენ დაავადებას, რაც ნიშნავს, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხაც საბოლოო ჯამში უშედეგოდ იხარჯება.

პრობლემებს შეგვიძლია დავუპირისპირდეთ მათი გადაჭრის გზებით, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, მივუახლოვდეთ კიბოს მართვის დასავლურ სტანდარტებს:

  1. შეიქმნას ერთიანი სტანდარტიზებული ბაზისური ონკოლოგიური პაკეტი, რომელიც იქნება საყოველთაო ჯანდაცვის ონკოლოგიური პაკეტის იდენტური და რომელიც სავალდებულო იქნება კერძო დაზღვევისთვის
  2. გაიზარდოს საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ონკოლოგიური პაკეტის ბიუჯეტი.

აღსანიშნავია, საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვა 2030 წლისთვის ერთიანი სტანდარტიზებული პაკეტის შემოღებას უკავშირდება, რომელსაც სახელმწიფო სრულად დააფინანსებს დაბალშემოსავლიანი ჯგუფებისთვის, ნაწილობრივ დააფინანსებს საშუალოშემოსავლიანი ჯგუფებისათვის, ხოლო მაღალშემოსავლიან მოსახლეობას კერძო სადაზღვევო ინდუსტრია დაფარავს. შესაბამისად, აღნიშნული კამპანია „ხელმისაწვდომი მკურნალობა ყველას“ სრულად შესაბამისობაშია ამ იდეასთან და მისი მიზანია, საკითხის აქტუალიზებით დაეხმაროს სახელმწიფოს დასახული სტრატეგიის აღსრულებაში.

 

იხილეთ ასევე

ჯანმრთელობის დაზღვევის სავალდებულო „გონივრული მინიმუმი“  დასაქმებულებისთვის – დაზღვევის კავშირის ინიციატივა

დადგა დრო, დაიწყოს მსჯელობა, რათა „გონივრული მინიმუმის“ ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულო წესით იქნას შეთავაზებული დასაქმებული მოსახლეობისათვის. …