მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » სტაციონარიზაციის ხარჯების თავიდან აცილება საკმაოდ დიდი შეღავათის მომტანია სახელმწიფოსთვის
ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა აუცილებლად დაზოგავს ხარჯებს. სტაციონარიზაციის ხარჯების თავიდან აცილება საკმაოდ დიდი შეღავათის მომტანია სახელმწიფოსთვის.

სტაციონარიზაციის ხარჯების თავიდან აცილება საკმაოდ დიდი შეღავათის მომტანია სახელმწიფოსთვის

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა შეაფასა სამედიცინო კლინიკა ,,გინექსის’’ ხელმძღვანელმა დავით მიქაბერიძემ.

ექიმის განცხადებით, პირველად ჯანდაცვაში გამოვლენილი დაავადება ბევრად იოლი სამართავია და შედეგებიც ბევრად უფრო უკეთესია:

,,ჯანდაცვის პირველადი რგოლი მართლაც, რომ მოსაწესრიგებელი იყო. ამ რგოლზე ნამდვილად, ბევრი რამ არის  დამოკიდებული. ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვანია. პირველად ჯანდაცვაში გამოვლენილი დაავადება ბევრად იოლი სამართავია და შედეგებიც ბევრად უფრო უკეთესია.

უფრო დაწვრილებით თუ ჩავუღრმავდეით, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირველად რგოლთან ურთიერთობისას ხარჯიც გაცილებით ნაკლებია.  ვფიქრობ, რომ აღნიშნულ რგოლში საკმაოდ,  გამოცდილი და კვალიფიცირებული ექიმები უნდა მუშაობდნენ, მითუმეტეს მაშინ, თუ  ოჯახის ექიმის ინტიტუტი წინ წამოიწევს, ეს მეტად საპასუხისმგებლო მისიაა“.

ექიმი ექიმების დაფინანსების საკიტხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ზოგიერთ  კლინიკაში, პირველადი რგოლის ექიმებს საკმაოდ არასახარბიელო დაფინანსება გააჩნიათ.

„როდესაც ექიმს დიდი  პასუხისმგებლობა აკისრია, ფაქტობრივად, პაციენტის სიცოცხლე მის ხელთაა, ასეთ დაბალ ხელფასზე არ უნდა უწევდეს მუშაობა. რეფორმის განხორციელებისთვის ერთ–ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ასევე გახლავთ ჯანდაცვის პირველად რგოლის ექიმების გადამზადების საკითხი.

მართალია, მე პირადად არ მაქვს შეხება პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან, მაგრამ როდესაც ჩემთან მოდიან პაციენტები და მაჩვენებენ დანიშნულებას, როელიც მათ თან აქვთ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს რეცეპტი არ არის პროფესიონალის მიერ შედგენილი. მათ სჭირდებათ ცოტა უფრო მეტი შრომა, იმისთვის, რომ გახდნენ შემდგარი და ჩამოყალიბებული ექიმები.

კერძო კომპანიებმა მეტნაკლებად მოახერხეს ამ პრობლემის დარეგულირება. ექიმს თუ არ აქვს სათანადო კვალიფიკაცია, ის უნდა ჩამოშორდოს საქმეს. ექიმების ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა აუცილებლად დაზოგავს ხარჯებს. სტაციონარიზაციის ხარჯების თავიდან აცილება საკმაოდ დიდი შეღავათის მომტანია სახელმწიფოსთვის“.

დავით მიქაბერიძემ ისაუბრა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაზეც. მისი თქმით, ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა ერთგვარი ხელის წაშველებაა საყოველთაო პროგრამისთვის:

,,რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, მისასლმებელია. ამ მხრივ უკმაყოფილო არ მეგულება, მაგრამ მოგეხსენებათ, ყველა რეფორმას სჭირდება დახმარება და კონტროლი, რომ არ დაეკარგოს ხარისხი. ის უაღრესად მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის’’. 

for.ge

იხილეთ ასევე

თბილისის მოსახლეობაში ვაქცინაციისთვის მზაობა გაიზარდა – კვლევის შედეგები

თებერვალში ჩატარებული კვლევისგან განსხვავებით, აპრილში ვაქცინაციასთან დაკავშირებით თბილისელების ინფორმირებულობის დონე 33%-ით გაიზარდა. ახლა უკვე 70% …