მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » თამარ გაბუნია: უკვე დაწყებულია მუშაობა მოზარდების ვაქცინაციაზე

თამარ გაბუნია: უკვე დაწყებულია მუშაობა მოზარდების ვაქცინაციაზე

უკვე დაწყებულია მუშაობა მოზარდების ვაქცინაციაზე და მოგვიწევს ფიქრი იმაზე, რამდენად შევძლებთ მოზარდებზე ვაქცინაციის განვრცობას – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინაციის სამიზნე მასშტაბებზე გასასვლელად საჭიროა, დღეში 20-25 ათასი ადამიანის აცრა.

„ჩვენ შეთანხმებები გვაქვს სხვადასხვა მომწოდებელთან, რაც ჯამურად ქმნის 3.7 მილიონ დოზას, ეს გვჭირდება მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციისთვის. უკვე დაწყებულია მუშაობა მოზარდების ვაქცინაციაზეც და მოგვიწევს ფიქრი იმაზე, რამდენად შევძლებთ მოზარდებზე ვაქცინაციის განვრცობას“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციითვე, „ფაიზერთან“ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დასრულებულია.

„ვმუშაობთ მეორე ეტაპზე და მალე გვექნება შესაძლებლობა, საზოგადოებას კონკრეტული დეტალები გავაცნოთ. დავასახელებთ იმ თარიღს, როდის ჩამოვა „ფაიზერის“ მილიონზე მეტი დოზა. ასევე მიდის მუშაობა „სინოფარმთან“, „სინოვაკთან“ დამატებითი დოზების მობილიზაციაზე და კოვაქსის პლატფორმიდან – „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ და „ნოვოვაქსის“. „ნოვოვაქსის“ შემოსვლის პერიოდს სექტემბრიდან ასახელებს კოვაქსის პლატფორმა. ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობა ვაქცინების, ამისი ადმინისტრირებისთვის განიხილება დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების მობილიზებისა და პროგრამაში ჩართვის საკითხი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, გაბუნიას თქმით, ეტაპობრივად დაემატება დაწესებულებები, რომლებიც ვაქცინაციის პროგრამაში ჩაერთვებიან.

„ის დაწესებულებები, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში, განსაკუთრებით თბილისში, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს მოთხოვნა სრულად. დღეს „სინოვაკისდოზებიც არის თბილისში საკმარისი, თუმცა რიგ შემთხვევაში ვერ ხერხდება დარეგისტრირება, რიგის დაჯავშნა, რადგანაც არ არის შესაბამისი ადგილები. შესაბამისად, ეს დაწესებულებები ეტაპობრივად დაემატება“, – აღნიშნა გაბუნიამ.

იხილეთ ასევე

ამირან გამყრელიძე: ოთხი თვის განმავლობაში ქვეყანაში 3 მლნ 600 000 დოზა, ოთხი დასახელების ვაქცინა შემოვა

ივლისიდან საქართველოში დღეში 20-25 ათასი აცრა უნდა ჩატარდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა …