მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » თამუნა ტიღაშვილი: დაავადების მკურნალობა საწყის სტადიაზე უფრო იაფი ჯდება
კარდიოლოგი თამუნა ტიღაშვილი აღნიშნავს, რომ უფრო იაფი ჯდება დაავადების მკურნალობა საწყის სტადიაზე და, ასეთ დროს სრული განკურნების შანსი ძალიან მაღალია.

თამუნა ტიღაშვილი: დაავადების მკურნალობა საწყის სტადიაზე უფრო იაფი ჯდება

ჯანდაცვის მიმართულებით ხარჯების დაზოგვის ერთ-ერთი გზა პირველადი ჯანდაცვის რგოლის და შესაბამისად, პრევენციული მედიცინის განვითარებაა.

პრევენციული მედიცინა ზოგავს ხარჯებს და რაც მთავარია, საწყის ეტაპზე პაციენტის განკურნების შანსი ბევრად დიდია.

კარდიოლოგი თამუნა ტიღაშვილი პრევენციული მედიცინისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობაზე გვესაუბრა:

„პირველადი ჯანდაცვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში და პრევენციული მედიცინის თვალსაზრისითაც. როდესაც პაციენტი სისტემატურად მიდის ოჯახის ექიმთან და აქვს მასთან კონსულტაცია, მისი დაავადება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დროულად გამოვლინდება და აღარ გართულდება. უკეთ რომ ავხსნათ, პრევენციული მედიცინა გაცილებით ხარჯთეფექტურია.

უფრო იაფი ჯდება დაავადების მკურნალობა საწყის სტადიაზე და გარდა ამისა, ასეთ დროს სრული განკურნების შანსი ძალიან მაღალია.ამიტომ მე დადებითად ვაფასებ სამინისტროს მცდელობას, რომ პირველად რგოლს მეტი ყურადღება მიექცეს და განვითარდეს“.

იხილეთ ასევე

თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში ჯერ არ არის კატასტროფული მდგომარეობა, ჩვენ გვაქვს მესამე ტალღის დასაწყისი

ჩვენ გვაქვს მესამე ტალღა, მაგრამ საბედნიეროდ, ჯერ არ გვაქვს მესამე ტალღის სრულმასშტაბიანი ვარიანტი, როგორც არის …