მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი: პოსტკოვიდური რეაბილიტაციის სერვისებზე მოთხოვნა იზრდება

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი: პოსტკოვიდური რეაბილიტაციის სერვისებზე მოთხოვნა იზრდება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე კოვიდგადატანილი პირებისთვის სპეციალურად შემუშავებულ სარეაბილიტაციო პროგრამებზე მოთხოვნა მზარდია. ობიექტის ერთ-ერთი მფლობელი „მეიდან ჯგუფის” დირექტორი ქეთევან ხუროძე  jandacva.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები იმისთვის, რომ ეს პროგრამა პოტენციური პაციენტებისთვის უფრო მეტად ცნობილი გახდეს.

„ბევრი რამე კოვიდის შესახებ არ ვიცით, ასევე ნაკლებად ცნობილია, რომ რეაბილიტაცია კარგად მოქმედებს პოსტკოვიდურ პაციენტებზე. შესაბამისად, ვცდილობთ, ინფორმაცია მაქსიმალურად მივაწოდოთ საზოგადოებას და პაციენტები მოვიზიდოთ. ამისთვის აქტიური მუშაობა მიდის როგორც  მარკეტინგული კუთხით, ისე ექიმებთან უშუალო კომუნიკაციით“-აცხადებს ხუროძე.

კითხვაზე, რა ასაკობრივი კატეგორიის მხრიდანაა პოსტკოვიდურ სარეაბილიტაციო პროგრამებზე მოთხოვნა, ხუროძე განმარტავს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ COVID-ი ყველას, განურჩევლად ასაკისა გარკვეულ გართულებებს უტოვებს, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის  სარეაბილიტაციო პროგრამით  (მასაჟი თუ სხვა სერვისები) თითქმის ყველა ასაკობრივი კატეგორია ინტერესდება.

„ექიმები უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ იმ მიმართულებით, რათა  პაციენტებს განუმარტონ, რომ რეაბილიტაცია მათთვის მნიშვნელოვანი, ხელსაყრელი და დადებითი ეფექტის მომტანი იქნება,“-აცხადებს ხუროძე.

შეგახსენებთ, თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტის 100%-ს სახელმწიფო ფლობდა, დირექტორი კი 2000 წლიდან ნიკოლოზ სააკაშვილი იყო. 1998 წელს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. 2018 წლის 1 აპრილიდან  კურორტს გენერალური მენეჯერი ლაშა ქევანიშვილი მართავს. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დღეს თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტის 75%–ს „მეიდან ჯგუფი“ ფლობს, 25%–ს კი „მეიდანი“.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ბალნეოლოგიურმა კურორტმა კოვიდგადატანილი პირებისთვის სპეციალურად შემუშავებული სარეაბილიტაციო პროგრამები შექმნა.

იხილეთ ასევე

კლინიკებში კოვიდ-განყოფილებების დახურვის პროცესი შეჩერდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, კოვიდკლინიკებში 2 333 საწოლია თავისუფალი. „ეს …