მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » თბილისში ავტომობილიდან გადმოსვლის გარეშე Covid ტესტირების სერვისი ამოქმედდა

თბილისში ავტომობილიდან გადმოსვლის გარეშე Covid ტესტირების სერვისი ამოქმედდა

თბილისში ავტომობილიდან გადმოსვლის გარეშე Covid ტესტირების სერვისი ამოქმედდა.

კომპანია Drive Lab-ის დამფუძნებელი თორნიკე ჯანაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ეს არის ყველაზე უსაფრთხო და სწრაფი კოვიდ-ტესტირების Drive-Thru სერვისი.

მომსახურების მიღება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით (ID ბარათი) ან პასპორტით. ტესტის პასუხს კი მომხმარებელი ელექტრონულად მიიღებს.

ჯანაშვილი აცხადებს, რომ Drive Lab-ის ლაბორატორია ამჟამად მხოლოდ ყაზბეგის გამ. N22-შია წარმოდგენილი, სამომავლოდ კი დაგეგმილია ქსელის გაფართოება. განიხილება რამდენიმე ლოკაცია, მათ შორის, ზუგდიდიც.

მისი განცხადებით, Drive Lab-ის ლაბორატორია 2 კვირაა ამოქმედდა და უკვე საკმაოდ მოთხოვნადი გახდა. რაც შეეხება ფასებს, ტესტების ღირებულება შემდეგნაირია:

  1. PCR ტესტი კომერციული – 100 ლარი;
  2. ანტიგენის სწრაფი ტესტი კომერციული – 40 ლარი;
  3. ანტისხეულების კვლევა სწრაფი ტესტით (IgM, IgG) – 40 ლარი;
  4. ანტისხეულების კვლევა იმუნოფერმენტული მეთოდით (IgG) – 50 ლარი;
  5. PCR ტესტი სახელმწიფო დაფინანსებით შესაბამის ჯგუფებზე;
  6. ანტიგენის სწრაფი ტესტი სახელმწიფო დაფინანსებით შესაბამის ჯგუფებზე (სიმპტომებიდან გამომდინარე ოჯახის ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე)

სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ბინაზე გამოძახებაც.

ჯანაშვილის განცხადებით, პროექტში დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ტესტების მომწოდებელი კი რამდენიმე ქვეყანაა, მათ შორის გერმანია. კომპანია Drive Lab-ი აკრედიტირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

„პანდემიის დასაწყისში სახელმწიფოს მოვუწოდებდით, რომ ყველაზე კარგი პრაქტიკა, რაც დაინერგა სხვა ქვეყნებში ტესტირებასთან დაკავშირებით, იყო Drive-Thru  მეთოდი, რომელიც თავდაპირველად კორეაში დაინერგა. შემდეგ კი ბევრმა წამყვანმა ქვეყნებმა გადაიღეს. ეს არის ადამიანების ტესტირების ყველაზე სწრაფი მეთოდი, არის კომფორტული და რაც ყველაზე მთავარია – უსაფრთხო. ჩვენთან ტესტირების დროს მოდიხარ მანქანით და ისე იღებ მომსახურებას, რომ მანქანიდანაც არ გადმოდიხარ,“ – აცხადებს ჯანაშვილი.

აღსანიშნავია, რომ Drive Lab-ი საინვესტიციო კომპანია „ბლოკ ჯგუფში“ შემავალი კომპანიაა. ჰოლდინგში შემავალი კომპანიები ფლობენ სხვადასხვა საავადმყოფოებს, მათ შორის, ზუგდიდის ინფექციურ სავადმყოფოს.

business-partner.ge

იხილეთ ასევე

კლინიკებში კოვიდ-განყოფილებების დახურვის პროცესი შეჩერდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, კოვიდკლინიკებში 2 333 საწოლია თავისუფალი. „ეს …