მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » თენგიზ ცერცვაძე: ბოლო ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსისგან სამი პაციენტი გარდაიცვალა

თენგიზ ცერცვაძე: ბოლო ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსისგან სამი პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსისგან სამი პაციენტი გარდაიცვალა. ეს განცხადება თბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთერთი მოწინავეა კოვიდის მართვის კუთხით, რადგან სხვა ქვეყნებში ეპიდსიტუაცია ბევრად მძიმეა.

ჯანმო არ ჩქარობს პანდემიის დასრულებულად გამოცხადებას. იაპონიაში ერთ დღეში დაფიქსირდა 138 ათასი შემთხვევა, 210 კი გარდაიცვალა. საფრანგეთში იყო 68 ათასი შემთხვევა, 91 მოკვდა, ამერიკაში იყო 45 ათასი შემთხვევა, გარდაიცვალა 205. ჩინეთში, სადაც მთავრობა არ აქვეყნებს მონაცემებს, მაინც იძულებული გახდა ეთქვა, რომ  ათობით ათასი ავადმყოფი ჰყავთ. ყველაზე კარგი მაჩვენებლების მქონე ისრაელში გუშინ იყო 9 გარდაცვალება. მსოფლიოში ჩნდება ახალი შტამები და ქვეშტამები, ამიტომ პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია. მსოფლიოს მთავარი მიზანია, რომელსაც საქართველომ ერთერთმა პირველმა მიაღწია, პანდემიის დასრულებამდე ეს ვირუსი ერთერთ რესპირაციულ ვირუსად აქციოს,“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კოვიდსტატისტიკა ოქტომბრის შემდეგ აღარ ქვეყნდება.



 

იხილეთ ასევე

Bloomberg: ჩინეთის კრემატორიუმები COVID-19-ით გარდაცვლილთა ცხედრებით გადავსებულია

პეკინში, შანხაისა და ჩინეთის სხვა ქალაქებში კრემატორიუმები გადავსებულია, კორონავირუსით გარდაცვლილთა ნათესავები იძულებულები არიან გრძელ რიგებში …