მთავარი » დაზღვევა » „თიბისი დაზღვებამ“ COVID-19-ით დაინფიცირებულ 90 მედიკოსზე 300 ათასი ლარის დახმარება გასცა

„თიბისი დაზღვებამ“ COVID-19-ით დაინფიცირებულ 90 მედიკოსზე 300 ათასი ლარის დახმარება გასცა

Jandacva.ge აგრძელებს სადაზღვევო კომპანიების საქმიანობის მიმოხვილვას კოვიდპანდემიის პირობებში.

როგოც „თიბისი დაზღვევაში“ აცხადებენ, საქართველოში COVID-19-ის ოფიციალურად დადასტურებული პირველივე შემთხვევის შემდეგ, კომპანიამ დაიწყო ზრუნვა როგორც თავისი დასაქმებულების, ასევე მომხმარებელბისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

კომპანია გადავიდა სრულად ციფრულად მუშაობის რეჟიმზე და სადაზღვევო მომსახურბებიც დისტანციურად ხელმისაწვდომი გახადა.

„დროში მარტივად ოპერირებისა და ცვლილებების საშუალება, პირველ რიგში, მოგვცა კომპანიის სტრატეგიამ, რომელიც ციფრული მომსახურებების არსებობასა და გამოყენებას შექმნის პირველივე დღიდან ითვალისიწინებდა. ფაქტობრივად, არსებული ონლაინ მომსახურებები პანდემიის პერიოდში მაქსიმალურად დაიხვეწა, რამაც ადამიანებს მისცა საშუალება ნებისმიერი სადაზღვევო მომსახურება მიეღოთ სახლიდან გაუსვლელად.

იმის გათვალისწინებით, რომ თიბისი დაზღვევის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა, ცვლილებები შევიტანეთ საგადახდო ნაწილშიც. ჩვენ ჩვენს დაზღვეულებს მივეცით საშუალება გაეაქტიურებინათ ავტოდაზღვევის შეჩერების ფუნქციონალი, რაც გულისხმობს, რომ მათ შეეძლოთ დაზღვევის დროებით „დაპაუზება“ და შესბაამისად, შეჩერების პერიოდში სადაზღვევო პრემიაც არ გადაეხადათ,“ – აცხადებენ „თიბისის დაზღვევაში“.

 

მათი თქმით, ნებისმიერ დაზღვეულს ჰქონდა შესაძლებლობა, ვირუსით ინფიცირების შემთვევაში, ჩართულიყო თიბისი დაზღვევის COVID-19-ის მართვის პროგრამაში, რაც  ითვალისიწნებდა ვირუსის მეთვალყურეობასა და ოჯახის ექიმის დისტაქნციურ კონსულტაციას 24 საათის განმავლობაში. დაზღვეულებს შეეძლოთ, მიმართვის საფუძველზე PCR ტესტირებაც უფასოდ ჩაეტრაებინათ.

გარდა ამისა, ერთ-ერთი შეთავაზების ფარგლებში, ნებისმიერი ადამიანს, რომელიც სარგებლობდა თიბისი დაზღვევის მომსახურებით შეეძლო უფასოდ ესარგებლა REDMED-ის ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმის მომსახურებით და ჩართულიყო ვირუსის დისტანციურად მართვის პროგრამაში. რაც, თავის მხრივ, მოიცავდა:  სიმპტომების პირველად შეფასებას და მკურნალობის რეჟიმის განსაზღვრას.  ინფექციის ბინაზე მართვას და მკურნალობას.  ექიმის კვალიფიურ პასუხს COVID-19 ვირუსთან დაკავშირებულ კითხვებზე.

პაციენტის განათლების ამაღლებას თვითიზოლაციისა და ოჯახის წევრების დაცვის შესახებ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, კომპანიამ პროგრამის #თიბისისენთვის ფარგლებში შექმნა 300,000-ლარიანი ფონდი მედპერსონალის დასახმარებლად. ფონდი გაიცა სრულად და 10,000 ლარამდე კომპენსაციას ითვალისწინებდა პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე COVID-19-ის ვირუსით დაინფიცირებული ექიმების, ექთნებისა და სანიტრებისთვის. „შედეგად, ფონდის დახმარება მიიღო 90-მა ადამიანმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობისათვის იბრძვის და  საკუთარ და  ოჯახის წევრების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს,“ – აცხადებენ კომპანიაში.

იხილეთ ასევე

“არდის” აღმასრულებელი დირექტორი: სადაზღვევო ბაზარზე უკვე გაჩნდა COVID-19-თან დაკავშირებული პროდუქტები

Jandacva.ge-ს ინტერვიუ სადაზღვევო კომპანია “არდის” აღმასრულებელ დირექტორ მიხეილ ჯაფარიძესთან – პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს ბევრ …