მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » თმის ლაქი, კრემი და აეროზოლები საშვილოსნოს კიბოს იწვევს – ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევა

თმის ლაქი, კრემი და აეროზოლები საშვილოსნოს კიბოს იწვევს – ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევა

თმის მოვლის საშუალებები ძუძუს და საკვერცხეების გარდა, საშვილოსნოს კიბოსაც იწვევს – ასეთია ამერიკის კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის ბოლო კვლევის შედეგი, რომლის შესახებაც განმარტებებს დერმატოვენეროლოგი, პროფესორი ცირა ლეონიძე აკეთებს.

მისი თქმით, აღნიშნული კვლევა სერიოზულია, ტარდებოდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში და ეყრდნობა მტკიცებულებით მედიცინას.

„აქამდე ცნობილი იყო, რომ თმის მოვლის საშუალებები გაიწოვებოდა კანიდან და ზეგავლენას ახდენდა ძუძუს და საკვერცხის კიბოს განვითარებაზე, ახლა კი დადგინდა, რომ საშვილოსნოს კიბოს განვითარების მაღალ რისკთანაც არიან დაკავშირებული.

ესაა არა მხოლოდ საღებავები, არამედ  ლაქიც, რასაც მუდმივად ხმარობენ გარკვეული ასაკის ქალები, აეროზოლები, რომლებიც თმის ფიქსაციისთვის გამოიყენება, კრემები. მნიშვნელობა აქვს ამ საშუალებების ხმარების ინტენსივობასაც. არ აქვს მნიშვნელობა ესაა მაღალი ხარისხის კოსმეტიკა თუ ნაკლებად ცნობილი ბრენდები, რადგან ყველა მათგანი გარკვეულ ნივთიერებებს შეიცავს, ესაა ფორმალდეჰიდი და სხვა,“- განაცხადა ცირა ლეონიძემ.

მისი თქმით, კვლევის პროცესში აღნიშნული ნივთიერება ქალის შარდში აღმოჩნდა. ლეონიძე ასევე განმარტავს იმ თანმხლებ ფაქტორებს, რომლებიც მავნე ნივთიერებების კანში შეწოვას კიდევ უფრო უწყობს ხელს:

„შეწოვას ხელს უწყობს თერმული პროცედურებიც – ფენით გაშრობა, თმის უთოს გამოყენება, როცა შეწოვის პროცესი კიდევ უფრო ღრმაა. ხელშემწყობი ფაქტორია ასევე თმის ხშირი დაბანა. თმის ყოველდღიური დაბანა საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. კანზე არის მილიონობით მიკროორგანიზმი – ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და გარკვეული პარაზიტები, რომელთა არსებობა აუცილებელია. ასევე ცხიმი, რომელიც კანს იცავს მავნე გარემო ზეგავლენისგან. ყოველდღე დაბანა – განსაკუთრებით კი ანტიბაქტერიული საშუალებებით – იწვევს ამ დამცავი მიკროფლორის მოშორებას და ორგანიზმს დაცვის უნარს ართმევს, რაც ხელს უწყობს კანზე უცხო მიკრობების დასახლებას, ასეთ შემთხვევაში კი მავნე ნივთიერებების შეწოვის პროცენტი მაღალია.“

იხილეთ ასევე

უდაბნოს მტვერი საქართველოში, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდეს – რეკომენდაციები რისკ-ჯგუფებისთვის

როგორ უნდა დავიცვათ თავი უდაბნოს მტვრის გავრცელების პირობებში? ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს …