მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » „თოდუას კლინიკამ“ ლოგო შეიცვალა და ახალი ფილიალი გახსნა

„თოდუას კლინიკამ“ ლოგო შეიცვალა და ახალი ფილიალი გახსნა

თოდუას სამედიცინო ცენტრმა სახელი და ლოგო შეიცვალა. ის პოზიციონირებას „აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის“ ნაცვლად „თოდუას კლინიკის“ სახელით გააგრძელებს.

მის ლოგოში კი გაჩნდა ყვითელი ფერი და უფრო თანამედროვე გახდა ლურჯი. კლინიკაში  აცხადებენ, რომ სურთ, „თოდუას კლინიკა“ უფრო გლობალური ბრენდი გახდეს.

ამ ყველაფერზე, მათი მარკეტინგის გუნდთან ერთად, იმუშავეს სააგენტომ „ზიგ-ზაგი“ და კომპანიამ „ორი“.

„თოდუას კლინიკის“ გენერალური მენეჯერის გიორგი დიასამიძის განცხადებით,

პირველ რიგში, მოახდინეს ლურჯი ფერის მოდერნიზაცია. ყვითელი ფერით კი გამოხატეს სიცოცხლის სიყვარული, იმედის, სითბოს და სინათლის ემოციები.

„მზე, ვარსკვლავი, ჯვარი, სიცოცხლის ხე და გზები, რომლებიც იკვეთებიან ერთ კონკრეტულ ადგილას – სწორედ ამ სიმბოლოებთან ხდება ჩვენი განახლებული ლოგოს ასოცირება. ახლებურად დანახული ბრენდი მეტ ინტერესს იწვევს გარეგნულ ცვლილებებზე დაკვირვების დროს. არ გვინდა, შევზღუდოთ ადამიანების ხედვა. პირიქით, გვიხარია, რომ უამრავ პოზიტიურ დეტალს ხედავენ ერთ სიმბოლოში, სადაც ჩვენი მხრივ, ვეცადეთ ძველი ლოგოს  ხასიათი შეგვენარჩუნებინა და დაგვემატებინა ისეთი ელემენტები, ადამიანს მხოლოდ დადებით ემოციებს რომ გაუჩენდა. მზე არის კეთილი ძალის, ძლიერი ენერგიის, სითბოს სიმბოლო, მზეში ოსტატურად ჩასმული ჯვარი კი ოდითგანვე კავშირში იყო მედიცინასთან და მკურნალობის ძალასთან,“- აცხადებს დიასამიძე.

რაც შეეხება სახელწოდებას, მისი თქმით, რეგალიების და ტიტულების გარეშე დატოვეს თანამედროვე, მოკლე და ადვილად დასამახსოვრებელი სახელი.

კიდევ ერთი სიახლე ახალი ფილიალია – „თოდუას კლინიკა ვერაზე“, სადაც

განსხვავებული ვიზუალური კონცეფციაა დანერგილი.

„განსაკუთრებული რესურსი ჩავდეთ მომსახურების ხარისხის განვითარებაში, რადგან ვთვლით, რომ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, პაციენტი არამხოლოდ კვალიფიციურ მკურნალობას, არამედ საუკეთესო სერვისსაც უნდა იღებდეს, კომფორტულ გარემოში. სიღრმისეულად გავაანალიზეთ თითოეული სუსტი რგოლი და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ მომსახურება კიდევ უფრო ინდივიდუალიზებული გავხადოთ, პაციენტებს ჰყავდეთ  პერსონალური მენეჯერი და თავს დაცულად გრძნობდნენ იმ სივრცეში, სადაც ვუფრთხილდებით და ვზრუნავთ მათ ჯანმრთელობაზე,“- განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

მისივე თქმით, IT სამსახურის და მარკეტინგის განყოფილების ერთობლივი ძალისხმევით, სრულიად სხვა ეტაპზე გადავა სერვის მარკეტინგი. იქმნება აპლიკაცია, რომელიც არა მხოლოდ ჩაწერის, ანალიზების და სხვა დანიშნულებების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, არამედ, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, ყოველდღიური ცხოვრების გამარტივების გზაც იქნება.

იხილეთ ასევე

4,7 მილიონი ევრო ციფრული მედიცინის განვითარებისთვის –  სოფლებში ტელემედიცის 50 აღჭურვილობა განთავსდა

“ტელემედიცინა სოფლის ამბულატორიებში” – ევროკავშირი, გაეროს სააგენტოები და ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პროექტს იწყებენ. ერთობლივი პროექტი …