მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალს „მწვანე ჰოსპიტლის“ სტატუსი მიენიჭა

ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალს „მწვანე ჰოსპიტლის“ სტატუსი მიენიჭა

ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი კიდევ ერთი სამედიცინო დაწესებულებაა ევექსის ჰოსპიტალურ ქსელში, რომელსაც „მწვანე ჰოსპიტლის“ სტატუსი მიენიჭა. ეს იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო ცენტრში დასაქმებული პერსონალის 80% უკვე ვაქცინირებულია.

“ერთგვარი სამედიცინო გამოწვევა ვაქცინაციის მხარდაჭერას ემსახურება და ჰოსპიტლებში მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. „მწვანე ჰოსპიტლის“ სტატუსი ენიჭება ქსელში შემავალ ყველა იმ სამედიცინო დაწესებულებას, რომლის თანამშრომელთა მინიმუმ 80%-ია ვაქცინირებული. მინიმალური ზღვარი უკვე გადალახა და მწვანე ჰოსპიტლის სტატუსი მიენიჭა შემდეგ სამედიცინო ცენტრებს: ფოთის ჰოსპიტალი (91%), ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა (82%) და მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი (84%),” – აცხადებენ “ევექსში”.

ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში 2020 წლის 13 სექტემბრიდან ჩაერთო და დღემდე კოვიდ-კლინიკის სტატუსით აგრძელებს ფუნქციონირებას. ჰოსპიტალი 83 საწოლზეა გაშლილი.

ამ დროისთვის ტრავმატოლოგიური ექიმების ძალისხმევით 1 800-ზე მეტი განკურნებული პაციენტი გაეწერა ბინაზე.

 

იხილეთ ასევე

თბილისში პომელის სახელობის ფრანგული ფსიქოთერაპიის ცენტრი იხსნება

1 ნოემბერს თბილისში ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული დახმარების ცენტრი – „პომელის ცენტრი“ გაიხსნება. როგორც მისმა ერთერთმა …