მთავარი » ახალი ამბები » ტუბერკულიოზის მკურნალობა სავალდებულო ხდება
თუკი პაციენტი არ ასრულებს დადგენილრეკომენდაციებს ტუბერკულიოზის მკურნალობასთან დაკავშირებით,გაფრთხილების შემდეგ არანებაყოფლობით მკურნალობას დაექვემდებარება.

ტუბერკულიოზის მკურნალობა სავალდებულო ხდება

დღეს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ახალი კანონპროექტი „ტუბერკულიოზის კონტროლის შესახებ“.

კომიტეტის ხელმძღვანელის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კანონპროექტი იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ეს სნეულება ერის ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

„განაცხადი იმაზე, რომ ქვეყანაში მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მთავარ პრიორიტეტად გვაქვს გამოცხადებული, ძალაში რჩება. სწორედ ამის ერთ-ერთი მტკიცებულებაა დღეს განხილული ახალი კანონპროექტი „ტუბერკულიოზის კონტროლის შესახებ“.

მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელთან შედარებით ქვეყანაში ტუბერკულიოზით დაავადებულთა რიცხვმა იკლო, საგანგაშო არის ის რეზიდენტული, ანუ წამალგამძლე ტუბერკულიოზის გაზრდილი მონაცემები, რაც ფიქსირდება საქართველოში. ნამკურნალევი პაციენტები შეგუებულნი არიან პრეპარატებს. გარკვეული მიზეზების გამო, ისინი მკურნალობას წყვეტენ და ინფექციის გადადების კუთხით, საშიშნი არიან საზოგადოებისთვის.

ჩვენი მიზანია, მათი სრული განკურნება და ამსთანავე, საზოგადოების დაცვა საშიში დაავადებისგან.

ამას არსებული რეგულაციები ვერ უზრუნველყოფდა. სწორედ ამიტომ ჩვენ შევისწავლეთ არსებული საკანონმდებლო ბაზა, გავაკეთეთ მისი ანალიზი, შევაფასეთ ხარვეზები და ერთი წლის განმავლობაში შევიმუშავეთ კანონპროექტი.

მთავარი სიახლე არის ის, რომ შემოდის დეფინიცია „ არანებაყოფლობითი მკურნალობა“. ანუ, თუკი პაციენტი არ ასრულებს დადგენილ ეროვნულ რეკომენდაციებს ტუბერკულიოზის მკურნალობასთან დაკავშირებით, გარკვეული გაფრთხილებების შემდეგ ის არანებაყოფლობით მკურნალობას დაექვემდებარება. სავალდებულო მკურნალობა იქნება პრევენცია საზოგადოებაში ამ ვერაგი ინფექციის საფრთხის თავიდან აცილების.

კანონპროექტი ამოქმედდება 2017 წლიდან და ხარჯებს სრულად დაფარავს სახელმწიფო“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

ghn.ge

იხილეთ ასევე

დასაქმებულთა ფსიქიკური ჯანმრთელობა უარესდება – რეკომენდაციები ხელმძღვანელებისთვის

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები სამუშაო ადგილებზე – ამ საკითხით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია …