მთავარი » მსოფლიო » თურქეთში „მიუ“ შტამი გამოჩნდა, რომლისგანაც, შესაძლოა, ანტისხეულების დაცვა არ მოქმედებდეს

თურქეთში „მიუ“ შტამი გამოჩნდა, რომლისგანაც, შესაძლოა, ანტისხეულების დაცვა არ მოქმედებდეს

თურქეთში კორონავირუსის ახალი, „მიუ“ შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფახრეტინ კოჯამ განაცხადა.

მისი სიტყვებით, ახლა თურქეთში ძირითადად დელტა და დელტა პლუსის შტამებია გავრცელებული.

ორიოდე დღის წინ აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ ტელეკომპანია „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ კოვიდ-19“-ის ახალ, „მიუ“ ვარიანტს აქვს მუტაციები, რომლებმაც შესაძლოა, გარკვეული ანტისხეულების, მათ შორის ვაქცინებისგან შექმნილი ანტისხეულების დაცვას გვერდი აუაროს. მისი თქმით, „მიუ“ ვარიანტის მუტაციებზე საბოლოო დასკვნისთვის საჭირო საკმარისი კლინიკური მონაცემები არ არსებობს და ამჟამად პირდაპირ საფრთხედ არ განიხილება, თუმცა „კოვიდ-19“-ის ყველა ვარიანტი სერიოზულად უნდა იქნას აღქმული.

ენტონი ფაუჩის განცხადებით, „მიუ“ ვარიანტზე აშშ-ში აქტიური დაკვირვება მიმდინარეობს.

იხილეთ ასევე

კოვიდ-19-ის სამკურნალო  აბებმა ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებელი გაანახევრა

Covid-19-ის სამკურნალო მედიკამენტმა მოლნუპირავირმა, რომელიც ტაბლეტების სახით მზადდება, ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციისა  და გარდაცვალების რისკი 50%-ით შეამცირა. …