მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად მოქალაქეებმა წამლებზე 51 მილიონი ლარი დაზოგეს

თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად მოქალაქეებმა წამლებზე 51 მილიონი ლარი დაზოგეს

დღეისათვის, საქართველოს სააფთიაქო ქსელებში თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია ხელმისაწვდომი. ინფორმაცია jandacva.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს. მათი თქმით, მედიკამენტების რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია და მათზე ფასები 60% − 80%-მდე შემცირდა.

„მარტიდან დღემდე, 155 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასის, 74 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით, 23 მილიონი ლარი გადაიხადა. ანუ, დანაზოგი 51 მილიონია,“ – აღნიშნეს უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი მიმდინარე წლის 17 იანვრიდან გაიხსნა. ცვლილების შედეგად ის ფარმაცევტული საშუალებები, რომლებიც თურქეთის ბაზარზეა აკრედიტებული, მათ შორის როგორც თურქული, ისე არათურქული წარმოების, საქართველოს ბაზარზეც ავტომატურად იქნება აღიარებული.

jandacva.ge

იხილეთ ასევე

PSP ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფორუმზე CSR FORUM 2022 ანგარიშით წარსდგა

CSR FORUM 2022 The FIANCIAL Media-ს ორგანიზებით წელს სასტუმრო მერიოტში გაიმართა. ფორუმი მსოფლიოში ყველაზე აქტუალურ …