მთავარი » კვირის ინტერვიუ » უნიშნავენ თუ არა ქართველი ექიმები პაციენტებს ინდური წარმოების ჯენერიკებს
უნიშნავენ თუ არა ქართველი ექიმები პაციენტებს ჯენერიკებს, მათ შორის, ინდური წარმოების მედიკამენტებს? როგორ ხდება მათი შერჩევა

უნიშნავენ თუ არა ქართველი ექიმები პაციენტებს ინდური წარმოების ჯენერიკებს

უნიშნავენ თუ არა ქართველი ექიმები პაციენტებს ჯენერიკებს, მათ შორის, ინდური წარმოების მედიკამენტებს? როგორ ხდება მათი შერჩევა და რა შემთხვევაში ანიჭებენ უპირატესობას ბრენდულ მედიკამენტებს,

ჯანერეკ მედიკამენტების, ასევე  ინდური ჯენერიკებს ბაზარზე პრაქტიკაში გამოყენების საკითხზე ნევროლოგი ლია ივანიძე საუბრობს:

„ჯენერიკებს ვენდობი და პრაქტიკაშიც ვიყენებ, თუმცა  ხშირ შემთხვევაში გვიწევს ინდივიდუალური მიდგომა პაციენტის დიაგნოზისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. ზოგადად, მედიკამენტების მიმართ ნდობა პრაქტიკიდან,გამოცდილებიდან გამომდინარე გვიყალიბდება. გარკვეული  მედიკამენტი კარგადმუშაობს, მის მიმართ ნდობა ჩნდება და შესაბამისად, უფრო ხშირად ვუნიშნავთ პაციენტებსაც.

ასევე, ცალსახად მიდგომა, რომ რომელიმე ქვეყანაში წარმოებული პრეპარატი აუცილებლად ხარისხიანია და ინდური ცუდი, არასწორია და ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს.  ძალიან ბევრი ინდური წარმოების მედიკამენტია,რომელიც კარგად მუშაობს. მთავარია პრეპარატი იყოს შედეგიანი, ხოლო მის მწარმოებელ ქვეყანას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს”, – ამბობს ივანიძე.

შეგახსენებთ, რომ სულ მალე, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე  კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია”  ამბიციური გეგმებით შემოვა  და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში  აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში ძალიან მალე შემოვა.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით. 

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და  მედიკამენტები გაიაფდება.

reportiori.ge

იხილეთ ასევე

მწყემსი ქალი 21 წლის მარიამ ქოჩაშვილი გაიცანით ნინუცა კახნიაურის სიუჟეტში. პროფესიას ეუფლება რომ მშობლიურ სოფელში ამბულატორია გახსნას.

მწყემსი ქალი უკანა ფშავიდან პროფესიას ეუფლება რომ მშობლიურ სოფელში ამბულატორია გახსნას

სიუჟეტის გმირი მომავალი ექთანია. პროფესიას ეუფლება რომ მშობლიურ სოფელში ამბულატორია გახსნას. კვირის განმავლობაში სწავლობს და …