მთავარი » ახალი ამბები » უსაფრთხოება და ხარისხის სტანდარტი დაცული უნდა იყოს
ზედმეტი კონტროლი ხომ არ დააზიანებს ფარმაცევტულ ბიზნესს არ ვიცი - თუმცა, ფაქტია, რომ ყველა საკითხში უსაფრთხოება და ხარისხის სტანდარტი დაცული უნდა იყოს.

უსაფრთხოება და ხარისხის სტანდარტი დაცული უნდა იყოს

ქვეყანაში მედიკამენტების გაძვირების ფონზე ჯანდაცვის სამინიტრომ, ჯერ კიდევ შემოდგომით, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების შემოსვლა და მათი სეგმენტის გაფართოვება დაანონსა და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტების ხარისხს მწარმოებელი ქვეყანა არ განსაზღვრავს. ამისთვის კი, აუცილებელია ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრება.

“მედიკამენტების ხარისხის კონტროლი იზრდება” – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. დავით სერგეენკოს თქმით, “სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” დადგენილების პროექტს საქართველოს მთავრობა სხდომაზე განიხილავს.

მისივე თქმით, პროგრამა მოქმედებდა წინა წლებში, თუმცა პროგრამაში შედის გარკვეული ცვლილება, რომელიც გაზრდის სამკურნალო საშულებების ხარისხის კონტროლს. კერძოდ, ის ითვალისწინებს არამარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო, ამ საკითხში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ხარისხის გადამოწმებას.

ხარისხის კონტროლი მოიცავს გრძელ ჯაჭვს და თუკი აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ საწარმოდან გამოშვებული და ექსპორტით შემოტანილი მედიკამენტების ერთჯერადი კონტროლი, ამჯერად ეს იქნება მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს იმ ნედლეულის სერტიფიცირების შემოწმებას, რომელიც შედის საწარმოში და შემდგომ მედიკამენტად გადაიქცევა.

თუკი აქამდე ხარისხის კონტროლი ხორციელდებოდა არჩევითად, ადგილობრივ სამხარაულის სახელობის ლაბორატორიაში, რომელიც ამაში არ არის საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელი, წელს დაემატება მედიკამენტების ხარისხის საერთაშორისო ევროპულ ლაბორატორიებში გადამოწმება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

საქართველოს პარლამენტის წევრი ფატი ხალვაში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრების საკითხს დადებითად აფასებს და მიაჩნია, რომ რომ ეს საუკეთესო ინიციატივაა ჯანდაცვის სამინსიტროს მხრიდან:

„ინფორმაციას მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გაზრდის შესახებ ძირეულად არ გავცნობივარ, მაგრამ საერთოდ შემიძლია გითხრათ, რომ, რა თქმა უნდა, წამლის ხარისხის კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც რიგითი მოქალაქე ვფიქრობ, რომ წამლების ხარისხი ყველა ჩვენგანისთვის უდავოდ მნიშვნელოვანია და სტანდარტების შესაბამისი ხარისხი უნდა იყოს საქართველოში. არ ვიცი ეს რამდენად დააზიანებს თვითონ ფარმაცევტულ ბიზნესს ან ზედმეტი კონტროლი ხომ არ იქნება მათთვის. თუმცა, ფაქტია, რომ ყველა საკითხში უსაფრთხოება და ხარისხის სტანდარტი დაცული უნდა იყოს“.

რა არის ჯენერიკ მედიკამენტი და რამდენად უსაფრთხოა ის მომხმარებლისთვის? რით განსხვავდება ის ბრენდისგან და მისი მოხმარების საკითხს, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ, უცნობია.

ექსპერტები და სპეციალისტები აღნიშნულ ფაქტს ინფორმაცულობის დაბალ დონეს უკავშირებენ და მიაჩნიათ, რომ ექიმმა კარგად უნდა აუხსნას პაციენტებს, თუ რა არის ჯენერიკი და გაზარდოს მათი ცნობადობა და ინფორმირებულობა.

განმარტავენ, რომ ჯენერიკი ინიშნება არა იმის გამო, რომ არის იაფი და უხარისხოა, არამედ ჯენერიკიც იმავე დანიშნულებისა და ეფექტური წამალია. ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის რეფორმა აუცილებლად უნდა მოერგოს ქართულ რეალობას.

„მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აუცილებელია ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი ფარმცევტული კომპანიების შემოსვლა, რაც კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებს გააიაფებს. მედიკამეტებზე კი ხარისხის კონტროლის გამკაცრება საზოგადოებაში ჯენერიკ მედიკამენტების მიმართ სანდოობას აამაღლებს,“ – მიაჩნიათ სპეციალისტებს.

news.ge

იხილეთ ასევე

უახლოეს კვირებში ევროკავშირში ტურისტული „მწვანე სერთიფიკატი“ ამოქმედდება

მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები ე.წ. ვაქცინაციის  პასპორტის შემოღებაზე შეთანხმდნენ, რათა მოგზაურობისა და ტურიზმის …