მთავარი » ჯანდაცვა » რეგიონებში აფთიაქებში სხედან ექიმები და ისეთ რეცეპტს ამზადებენ, როგორსაც პაციენტი ეტყვის
რეგიონებში აფთიაქებში სხედან ექიმები, რომლებსაც უტოვებ შენს მონაცემებს და ისეთ რეცეპტს გიწერენ, როგორიც პაციენტს სურს“,- განაცხადა ქეთევან ხიდაშელმა.

რეგიონებში აფთიაქებში სხედან ექიმები და ისეთ რეცეპტს ამზადებენ, როგორსაც პაციენტი ეტყვის

პირველადი ჯანდაცვაში დაგეგმილ რეფორმასა და აღნიშნულ რგოლში შექმნილ პრობლემებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები რეგიონის განვითარებისათვის“ გამგეობის თავმჯდომარე  ქეთევან ხიდაშელი გამეხმაურა.

„სოფელში ვცხოვრობ, სადაც ფუქნციონირებს  სოფლის ამბულატორია, სამი ექიმი და ორი სხვა თანამშრომელი. როგორც ვიცი, დღემდე მათ არ აქვთ ხელფასი, ერიცხებათ ამბულატორიის შენახვის ხარჯები. არ აქვთ ფურცელი, კარტრიჯი და მსგავსი წვრილმანები მაშინ, როდესაც რეფორმის შედეგად დაინერგა რეცეპტული სისტემა.

გარდა ამისა, სოფელში არ არის ექიმის გამოძახების შესაძლებლობა. რაც უნდა მძიმედ იყოს პაციენტი, იძულებულია, თავად მივიდეს ამბულატორიაში. სოფელში ტრანსპორტი არ მოძრაობს. რამდენიმე კილომეტრს ექიმი ფეხით ვერ გაივლის პაციენტის მოსანახულებლად. პაციენტი იძულებულია თავად მონახოს ტრანსპორტირების საშუალება და შემდგომში მიდიან უკვე არა ამბულატორიაში, სოფლის ექიმთან, არამედ ქალაქის საავადმყოფოში.“

ქეთევან ხიდაშელს მიაჩნია, რომ პრობლემები სამინისტროდან განსხვავებულად ჩანს და ექსპერტების ადგილზე ჩამოსვლის აუცილებლობაზე მიანიშნებს.

„უნდა ნახონ, დააკვირდნენ არსებულ მდგომარეობას და კვლევის შედეგების მიხედვით  გაატარონ შესაბამისი რეფორმები. პირველადი ჯანდაცვის რგოლში დაგეგმილ რეფორმას დეტალურად არ გავცნობივარ, ვფიქრობ აუცილებელია გაითვალისწინონ დეტალებიც, როგორიცაა ექიმის ანაზღაურება, ტრანსპორტირება და სხვა.  რეცეპტული სისტემის იდეა ძალიან კარგია, თითქმის მთელი ევროპა ასე მუშაობს, თუმცა ჯერ სხვა მიმართულებებია დასარეგულირებელი. გარდა ამისა, თუ გჭირდება წამალი, ურეცეპტოდაც ყიდულობ გარკვეულ აფთიაქებში.

ფაქტობრივად, არანაირი შედეგი არ მოუტანია ამ მიდგომას, მოსახლეობისათვის პრობლემების შექმნის მეტი. თბილისში არ ვიცი, თუმცა რეგიონებში აფთიაქებში სხედან ექიმები, რომლებსაც უტოვებ შენს მონაცემებს და ისეთ რეცეპტს გიწერენ, როგორიც პაციენტს სურს“,- განაცხადა ქეთევან ხიდაშელმა.

presa.ge

იხილეთ ასევე

„ფაიზერის“ ფირმის ვაქცინით იმუნიზაცია საქართველოს 7 კლინიკაში დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაციის …