მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » „გვაქვს ყოველდღიური სამუშაო ურთიერთობა“ – თამარ გაბუნია თენგიზ ცერცვაძის თანამდებობიდან წასვლას უარყოფს

„გვაქვს ყოველდღიური სამუშაო ურთიერთობა“ – თამარ გაბუნია თენგიზ ცერცვაძის თანამდებობიდან წასვლას უარყოფს

თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე და მასთან სამუშაო, ყოველდღიური ურთიერთობები გვაქვს – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, ესაა ჩვეულებვრივი სამუშაო პროცესი.

„ბატონი თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე და ვაგრძელებთ ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობას კოვიდის საკითხებზე და იმ საკითებზე, რაც დღეს ძალიან აქტუალურია,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თენგიზ ცერცვაძის  გადადგომის შესახებ ინფორმაცია 4 მაისს სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად ის არ დადასტურებულა.

იმავე დღეს ცერცვაძემ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ სამსახურიდან წასვლას ნამდვილად გეგმავს და ამის მიზეზები ასე ახსნა:

„ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ იმ უკიდურესად უსამართლო, სინამდვილისგან და საღი აზრისგან სრულიად აცდენილ და აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებების და ბრალდებების გამო, რომლებიც ბოლო დღეებში ჩემი (და არამარტო ჩემი) მისამართით გამოითქმება (საბედნიეროდ საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილის მიერ).

კერძოდ, მაგალითად ცდილობენ დამაბრალონ, რომ სხვებთან ერთად მონაწილეობას ვიღებდი COVID-ის მართვისთვის გამყოფილი 1 მილიარდი ლარის მითვისებაში???!!! მაშინ, როდესაც მთელი პანდემიის მანძილზე ჩემი შემოსავალი არცერთი მხრიდან 1 ლარითაც კი არ გაზრდილა. უფრო მეტიც – იმ დანამატსაც კი არ ვიღებდი, რომელიც COVID ავადმყოფებთან მუშაობისთვის მეკუთვნოდა (რათა სხვებს არ დაკლებოდა), მხოლოდ დატვირთვა და ჯანმრთელობისთვის საფრთხე გაიზარდა და თან ძალიან სერიოზულად. და საერთოდ, მთელმა ქვეყანამ იცის, რომ მე ჩემი ხანგრძლივი საექიმო საქმიანობის მანძილზე არცერთი ავადმყოფისგან არასდროს კანონიერი ჰონორარიც კი არ ამიღია.“

შეგახსენებთ, რომ კოვიდ-პანდემიის პერიოდში კლინიკებში არსებული ფინანსური და სხვა დარღვევების შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გააკეთა.

 

იხილეთ ასევე

“რესპუბლიკურ საავადმყოფოს” ახალი ხელმძღვანელი ჰყავს  – ლევან გოფოძემ თანამდებობა დატოვა

ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას “რესპუბლიკურ საავადმყოფოს” ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან …