მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ვახტანგ ჭარაია: ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა ეკონომიკური განვითარებისკენაა მიმართული.
ვახტანგ ჭარაია: ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა ეკონომიკური განვითარებისკენაა მიმართული

ვახტანგ ჭარაია: ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა ეკონომიკური განვითარებისკენაა მიმართული.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, ჯანდაცვის პირველადი  რგოლის რეფორმირების აუცილებლობის შესახებ თსუ–ს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია ეხმაურება.

ჭარაიას მოსაზრებით, საქართველოში სოციალური ხარჯები ძალიან გაზრდილი და გაბერილია, ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმირება კი შეძლებს ამ ხარჯების ეფექტურ განაწილებას.

„ჩემი აზრით, ეს რეფორმა უფრო ადრეც უნდა განხორციელებულიყო. თუმცა, ამ შემთხვევაში სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ეს რეფორმა იქნება ეფექტური და გამოიწვევს სახელმწიფო სახსრების უფრო ეფექტიანად ხარჯვას. დაუსრულებელი გლობალური პროექტების წამოწყებას, სჯობს, განხორციელდეს და განვითარდეს უფრო საქმისადმი მიმართული პროექტები.

ასეთი პროექტები კი რაც უფრო ბევრი იქნება, მით უფრო უკეთესია, ვინაიდან კონკრეტული თანხები იქნება მასზე მიმართული და რესურსების არაეფექტურ ხარჯვას ადგილი აღარ ექნება.

საბოლოოდ რომ ვთქვა, მივესალმები მსგავს ნაბიჯებს, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ სოციალური ხარჯები ჩვენთან ძალიან გაზრდილია. მომავალში ვისურვებდი, რომ ეს ხარჯები შემცირდეს“, –

აღნიშნა ჭარაიამ და დასძინა, რომ აუცილებელია, დავეხმაროთ იმ მოსახლეობას, რომელსაც ძალიან უჭირს, მითუმეტეს, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს დაახლოებით მოსახლეობის  ნახევარი. თუმცა სამომავლოდ, კარგი იქნება, თუ მაქსიმალურად შემცირდება სოციალური ხარჯი და თანხები მიმართული იქნება ზოგადად ეკონომიკური განვითარებისკენ.

Reportiori.ge

იხილეთ ასევე

თბილისის მოსახლეობაში ვაქცინაციისთვის მზაობა გაიზარდა – კვლევის შედეგები

თებერვალში ჩატარებული კვლევისგან განსხვავებით, აპრილში ვაქცინაციასთან დაკავშირებით თბილისელების ინფორმირებულობის დონე 33%-ით გაიზარდა. ახლა უკვე 70% …