მთავარი » ჯანდაცვა » პარლამენტი » ვახტანგ ხმალაძე: “რა გაწუხებთ?” არის მცდელობა, სწორად განისაზღვროს პრიორიტეტები
ასეთი გამოკითხვა იმის მცდელობაა, რომ მოხდეს იდენტიფიცირება და სწორად განისაზღვროს პრიორიტეტები, – აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.

ვახტანგ ხმალაძე: “რა გაწუხებთ?” არის მცდელობა, სწორად განისაზღვროს პრიორიტეტები

ჯანდაცვის სამინისტროსა და “გლობალ ალიანსის” ერთობლივ ინიციატივას – “რა გაწუხებთ?” ეხმაურება პარლამენტარი, “ქართული ოცნება-რესპუბლიკელების” წევრი ვახტანგ ხმალაძე:

“იმის ცოდნა, რა არის მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემები, მნიშვნელოვანია, რათა სწორად დაიგეგმოს, სამომავლოდ, სად, რა და რა მოცულობით უნდა გაკეთდეს. მოდით, ასე ვთქვათ, შესაძლებლობებსაც აქვს ზღვარი. სახელმწიფოს შეუძლია რაღაც ოდენობის სამუშაოს შესრულება, გნებავთ, ადამიანური რესურსის გათვალისწინებით, გნებავთ, ფინანსურის.

როგორც წესი, საჭიროება ყველგან და ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე ამ სურვილების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. ამიტომ უნდა გაკეთდეს პრობლემების, მოთხოვნების, აუცილებლობის სწორი იდენტიფიცირება. არის რაღაც, რაც პრიორიტეტული უნდა იყოს, რადგან მეტ საფრთხეს შეიცავს. ასეთი გამოკითხვა იმის მცდელობაა, რომ მოხდეს იდენტიფიცირება და სწორად განისაზღვროს პრიორიტეტები”, – აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.

იგი ასევე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ინიციატივაში ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა, რათა შედეგი სარწმუნო იყოს:

“სასურველი შედეგი იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ კი მოპასუხეთა რიცხვი კრიტიკულ რაოდენობაზე  მეტი იქნება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ ამ ინიციატივაში მონაწილეობა მხოლოდ ასმა კაცმა მიიღო, შედეგებს არ ექნება სანდოობის მაღალი ხარისხი. ამიტომ ბევრმა ადამიანმა უნდა თქვას, რა აწუხებს, რათა შეგვეძლოს ვთქვათ, რომ სტატისტიკურად სარწმუნო შედეგი გვაქვს”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

ibusiness.ge

იხილეთ ასევე

ჯანმრთელობის დაცვის კანონში ცვლილებები უპატრონო/ამოუცნობი გვამის დეფინიციას განსაზღვრავს და სასწავლო/სამეცნიერო კვლევის მიზნით საგანმანათლებლო/სამეცნიერო დაწესებულებებისთვის გადაცემის პირობებს აკონკრეტებს.

უპატრონო-ამოუცნობ გვამზე კანონში ცვლილებები შევა

ჯანმრთელობის დაცვის კანონში ცვლილებები უპატრონო/ამოუცნობი გვამის დეფინიციას განსაზღვრავს და სასწავლო/სამეცნიერო კვლევის მიზნით საგანმანათლებლო/სამეცნიერო დაწესებულებებისთვის გადაცემის …