მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ვახტანგ მეგრელიშვილი – მაწუხებს ჯანდაცვის სახელმწიფო პოლიტიკა
საყოველთო დაზღვევა ქმნის უზარმაზარ პრობლემას ჯანდაცვის კუთხით. მეგრელიშვილი სახელმწიფოს კლინიკების შემოწმებას და დაჯარიმებას ურჩევს.

ვახტანგ მეგრელიშვილი – მაწუხებს ჯანდაცვის სახელმწიფო პოლიტიკა

ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და jandacva.ge-ის გამოკითხვას გლობალური ალიანსის და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივის ,,რა გაწუხებთ“ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და გირჩის ეკონომიკური ექსპერტ ვახტანგ მეგრელიშვილი შეუერთდა.

მეგრელიშვილს ჯანდაცვის სახელმწიფო პოლიტიკა აწუხებს. ის jandacva.ge-ისთან აცხადებს, რომ საყოველთო დაზღვევა ქმნის უზარმაზარ პრობლემას ჯანდაცვის კუთხით. მისი თქმით, ექიმები ფაქტობრივად კრიმინალებად იქცნენ და ფულის გამოძალვის მიზნით დიაგნოზებს აყალბებენ. ეს მიდგომა კი რეალურად, მოსახლეობას მოსმახურებას უძვრიებს. ვახტანგ მეგრელიშვილი სახელმწიფოს კლინიკების შემოწმებას და დაჯარიმებას ურჩევს.

გლობალური ალიანსისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი სოციალური კამპანია 22 იანვრიდან დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს მოსახლეობის გამოკითხვას ჯანდაცვის საჭიროებებთან დაკავშირებით. სოციალური კამპანიის მიზანია ზუსტად განისაზღვროს მოსახლეობის სურვილები და მოლოდინები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო დაგეგმილი და მიმდინარე პროგრამების განხირციელების დროს გაითვალისწინებს.

იხილეთ ასევე

კლინიკას, რომელიც მედპერსონალის მინიმალურ ხელფასს არ გადაუხდის, შესაძლოა საქმიანობა შეუჩერდეს

თუკი დადასტურდება, რომ კლინიკის მენეჯმენტმა მედპერსონალს სამუშაო პირობები მინიმალური ხელფასის გადახდისგან თავის არიდების მიზნით გაუუარესა, …