მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ვაკის “ლეჩკომბინატის” ტერიტორიაზე მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკა აშენდება

ვაკის “ლეჩკომბინატის” ტერიტორიაზე მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკა აშენდება

ვაკეში, ყოფილი „ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის, ლანდშაფტური პარკის და მუზეუმის მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება. ტერიტორიის სიღრმეში განთავსდება მრავალპროფილური საავადმყოფო.

ამის შესახებ jandacva.ge-ს პროექტის განმახორციელებელ კომპანია „ლეჩკომბინატი №1“–ში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ამჟამად ტერიტორიაზე სამშენებლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.

კონცეფციის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაეთმობა გამწვანებულ სივრცეს, ლანდშაფტურ-სარეკრწაციო დანიშნულებით. ტერიტორიაზე მოეწყობა მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელიც მოემსახურება როგორც საავადმყოფოს, ასევე პარკისა და მუზეუმის ვიზიტორებს. ტერიტორიის მომიჯნავედ დაგეგმილია ბავშვთა სათამაშო მოედნისა და სკვერის მოწყობაც.

შეგახსენებთ,ვაკის ლეჩკომბინატის“ შენობა კომპანია შპს „ლეჩკომბინატი №1“-მა (წარსულში შპს დილა 2010-ი) 2010 წელს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე შეიძინა. ობიექტში კომპანიამ 7,3 მილიონი დოლარი გადაიხადა.

პროექტის მშენებლობა 2019 წელს მომხდარი ტრაგედიის გამო  გარკვეული ვადით შეჩერებული იყო. მაშინ სამუშაოების დროს 2 მუშა გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე

რა საფრთხეს გვიქმნის ახალი შტამები და მოქმედებს თუ არა მათ წინააღმდეგ საქართველოში არსებული ვაქცინები

რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული Covid-ის ახალი შტამები? რა ახალ რისკებს უქმნის ისინი მოქალაქეებს? მოქმედებს თუ არა …