მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » კონკურენტუნარიანი გარემოს შესაქმნელად ყველა ფარმაცევტული კომპანიის ლობისტი ვიქნები
კონკურენტუნარიანი გარემოს შესაქმელად ყველა ფარმაცევტული კომპანიის ლობისტი ვიქნები

კონკურენტუნარიანი გარემოს შესაქმნელად ყველა ფარმაცევტული კომპანიის ლობისტი ვიქნები

ვალერი კვარაცხელია: კონკურენტუნარიანი გარემოს შესაქმელად ყველა ფარმაცევტული კომპანიის ლობისტი ვიქნები.ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელის თანახმადაც, ახალი ფარმაცევტული კომპანიისადმი ჯანდაცვის სამინისტრო ლოიალობას იჩენს.

კომპანიები „ჯიპისი“ და „პე ეს პე“ აცხადებენ, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშე ჩნდება, რომელსაც სამინისტრო უპრეცენდენტოდ მოკლე ვადებში ურეგისტრირებს მედიკამენტებს და ამით არაკონკურენტუნარიან გარემოს შექმნას უწყობენ ხელს.

ვალერი კავარაცხელია ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიების მოსაზრებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ ნებისმიერი კომპანიისთვის მედიკამენტის რეგისტრაცია ხდება იმ წესის თანახმად, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს.

„კანონმდებლობაში ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგად და მკაფიოდ გაწერილი პროცედურა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს მედიკამენტების დარეგისტრირება. მედიკამენტის რეგისტრაცია ხდება ზუსტად იმ პროცედურების მიხედვით, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დაკანონებულია. რაც შეეხება „ჯიპისის“, „პე ეს პე“–სა თუ სხვათა წუხილს, მათიც მესმის. სამწუხაროდ, ჩვენთან ბევრი კომპანია მიეჩვია კონკურენციის გარეშე მუშაობას, რაც მიმაჩნია, რომ ცუდია. მე ვაძლევ მათ გარანტიას, რომ ყველას ლობისტი ვიქნები, ადგილობრივებისაც და იმ კომპანიებისაც, რომლებიც ქვეყანაში შემოვლენ. ყველას შევუწყობ ხელს იმისთვის, რომ საქართველოში ბევრი კომპანია არსებობდეს, რაც საშუალებას მოგვცემს მივიღოთ მაღალი ხარისხის მედიკამენტები ნორმალურ ფასებში“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

ცნობისთვის, დღეს კომპანია პე ეს პე-მ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც  კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს ნებისმიერი მწარმოებლის მიერ, პირველ რიგში ხარისხიანი მედიკამენტების უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეთავაზების შემთხვევაში, უზრუნველყოს ხარისხიანი მედიკამენტების ტერიტორიული ხელმისაწვდომობა ქვეყნის მასშტაბით საკუთარი ქსელის მეშვეობით.

იხილეთ ასევე

ვატო სურგულაძე – რეფერენტული ფასები ბაზრიდან ხარისხიან მედიკამენტებს გააქრობს

ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტის, ვატო სურგულაძის თქმით, წამლების ფასზე ზღვრის დაწესებამ, მიუხედავად რიგი ფარმაცევტული პროდუქტის ნაწილობრივ …