მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ვაქცინაციის დაწყებიდან მეოთხე დღეს, საქართველოში მძიმე გვერდითი მოვლენა დაფიქსირდა

ვაქცინაციის დაწყებიდან მეოთხე დღეს, საქართველოში მძიმე გვერდითი მოვლენა დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა. მისი განმარტებით, ყველაზე სერიოზული გვერდითი რეაქციაა ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ინექციიდან 15-30 წუთში ან ცოტა მოგვიანებით ფიქსირდება.

“მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი არ გახლავთ დაზღვეული გვერდითი მოქმედებებისგან. ვაქცინებზე, ზოგადად, არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები და არსებობს სერიოზული გვედითი მოქმედებები. ყველაზე სერიოზული გვერდითი მოქმედება, რომელიც ვითარდება სწრაფად ვაქცინის ან წამლის შეყვანის შემდეგ, ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ვითარდება ინექციიდან 15-20- 30 წუთში, თუმცა შეიძლება იყოს მოგვიანებითი რეაქცია”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, პაციენტი ინტუბირებულია და თბილისში გადმოყავთ.

შემთხვევა ახალციხის კლინიკა „იმედში“ დღეს მოხდა.  ექთანი ვაქცინაციის შემდეგ შეუძლოდ გახდა და, როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მიღებული ზომების მიუხედავად, მისი მდგომარეობა არ შეცვლილა.

გამყრელიძის ინფორმაციით, 27 წლის მედიკოსი გასულ წლებში გრიპის ვაქცინაციას იკეთებდა და მის ანამნეზში რაიმე ალერგიული რეაქცია არ ფიქსირდება. მისივე თქმით, საკითხს უკვე სწავლობს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანო.

იხილეთ ასევე

ამირან გამყრელიძე – კლასტერებიდან გადავდივართ ვირუსის საყოველთაო გავრცელებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესება პროგნოზირებადი იყო. მისივე თქმით, ყველა …