მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ვაქცინაციის დაწყების პირველ დღეს საქართველოში 700-მდე ექიმი აიცრა

ვაქცინაციის დაწყების პირველ დღეს საქართველოში 700-მდე ექიმი აიცრა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების პირველ დღეს საქართველოში 668 ექიმი აიცრა. სპეციალურ პორტალზე კი აცრის მსურველი 4202 მედპერსონალი დარეგისტრირდა. ინფორმაცია jandacva.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანამ ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ პრეპარატით დაიწყო.  ვაქცინების პირველი პარტია – 43200 დოზა – საქართველომ 13 მარტს მიიღო და ის მთლიანად სამედიცინო პერსონალის პირველად ვაქცინაციას მოხმარდება. ვაქცინის დამატებითი 86,400 დოზა ქვეყანაში აპრილში უნდა ჩამოვიდეს,  ხოლო ინექციებს შორის რეკომენდებული ინტერვალი 8-დან 12 კვირამდეა. ჯამში, უახლოეს კვირებში საქართველო მიიღებს AstraZeneca-ს ვაქცინის 129,600 დოზას.

გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, რომელიც საქართველოს აღნიშნული ვაქცინების მიღებაში ეხმარება, საქართველოს მთავრობისგან ასევე მიიღო თხოვნა, დაეხმაროს Pfizer-BioNTech ვაქცინის შეძენაში. შედეგად, ვაქცინების ჩამოტანა მოსალოდნელია მარტის თვის ბოლოს, კერძოდ 22 მარტიდან 28 მარტიდან პერიოდში. აღნიშნული ვაქცინა 15 ათასამდე ადამიანზეა გათვლილი.

იხილეთ ასევე

ჰოსპიტალიზებული კოვიდპაციენტების რაოდენობამ 2 ათასს გადააჭარბა

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ისევ გაიზარდა და 761 შეადგინა. გუშინ ეს მაჩვენებელი 687 …