მთავარი » მსოფლიო » ვაქცინაციის მსოფლიო ლიდერი – ისრაელი ეკონომიკურად ძლიერდება
Reina Abitbul, 92, receives a Covid-19 vaccine, at the Shaare Zedek hospital in Jerusalem, on January 3, 2021. Photo by Yonatan Sindel/Flash90 *** Local Caption *** בישראל נגד נגיף הקורונה קורונה חיסון שערי צדק ריינה אביטבול

ვაქცინაციის მსოფლიო ლიდერი – ისრაელი ეკონომიკურად ძლიერდება

ამ მომენტისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო 489 მილიონამდე აცრა ჩატარდა, რაც 100 ადამიანზე 6,4 დოზას შეადგენს. ამის შესახებ New York Times-ი წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის საუკეთესო მაჩვენებლები ისრაელს აქვს, სადაც მოსახლეობის 52%-ს სრული, ორი დოზა აქვს გაკეთებული. აშშ-ში ეს მაჩვენებელი 14%-ია.

გამოცემის მონაცემებით, მსოფლიოში ვაქცინაცია ათი სხვადასხვა პრეპარატით მიმდინარეობს. Pfizer-BioNTech-ი 79 ქვეყანაში გამოიყენება, ასტრაზენეკა 89-ში, მოდერნა კი 34-ში. იმ ვაქცინებს შორის, რომლებიც დღეს გამოიყენება, უმრავლესობა პაციენტის ორი დოზით აცრას ითვალისწინებს. თუმცა Johnson & Johnson-ის შემთხვევაში, ვაქცინის საგანგებო გამოყენების რეჟიმში, ერთჯერადი ვაქცინაციაა დაშვებული.

გამოცემა barrons.com-ი კი აქვეყნებს სტატიას სათაურით „ისრაელი – ვაქცინაციის ლიდერი. ახლა მისი ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება“.

გამოცემას მოყავს საინტერესო სტატისტიკა, რომლის თანახმად, ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყების დღიდან, 18 დეკემბრიდან დღემდე, თელავივის საფონდო ბირჟის ინდექსი TA-35 index-ი 8,5%-ით გაიზარდა.

გამოცემას ეკონომიკური გამოცოცხლების კიდევ ერთ დადასტურებად მოყავს Google-ის მობილობის მონაცემები, რომლის თანახმად, 16 მარტს ისრაელის მაღაზიებსა და დასასვენებელ ადგილებში მომხმარებლის მობილობა მხოლოდ 15%-ით ჩამორჩებოდა 2020 წლის დასაწყისის დონეს.  სულ რამდენიმე კვირის წინ, 20 თებერვალს, კი Google -ის თანახმად, საცალო ვაჭრობის და დასვენების ადგილებში მომხმარებლის რაოდენობა საბაზო დონესთან შედარებით 49%-ით იყო შემცირებული.

 

იხილეთ ასევე

რუსეთში კოვიდ-19-ით სიკვდილიანობა რეკორდებს ხსნის, ქვეყანაში სამედიცინო ჟანგბადის დეფიციტია

რუსეთში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები იზრდება. ქვეყნის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ კომპანიებს მოუწოდა, რკინის წარმოებისას ტექნიკური …