მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » “ვირუსის გავრცელებას აჩერებს რეგულაციების დაცვა და აცრა! არც ერთი იცვება და არც მეორე” – ეპიდემიოლოგის განცხადება

“ვირუსის გავრცელებას აჩერებს რეგულაციების დაცვა და აცრა! არც ერთი იცვება და არც მეორე” – ეპიდემიოლოგის განცხადება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ანა კასრაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას აფასებს.
“ვინმეს გაგიკვირდათ დღევანდელი 4775 შემთხვევა? მოულოდნელი იყო?  მაშინ როდესაც ქვეყანაში მხოლოდ 30% არის სრულად აცრილი და დღეში 6000-ზე მეტი არ იცრება, პირბადის მოხმარება დაახლოებით 40%-ია და მობილობა იმაზე მაღალია ვიდრე პანდემიამდე იყო, ამას ემატება ადამიანთა შეკრებები სხვადასხვა მიზეზით (პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური), რამ უნდა გააჩეროს ვირუსი?
თქვენი აზრით აი ესე თავისით გადაწყვეტს კორონა რომ საქართველო რაღაცით განსაკუთრებით გამორჩეული ქვეყანაა და მოდი აქ არ გავრცელდებიო?
ვირუსის გავრცელებას აჩერებს რეგულაციების დაცვა და აცრა!
არც ერთი იცვება და არც მეორე.
ბევრი კომენტარი შემომხვდა რიცხვების მანიპულაციაზე, ვითომ სპეციალურად ვზრდით!! არ ჭირდება მანიპულაცია იმას რომ 2*2=4! ამის თქმა შეურაცხყოფაა იმ ადამიანების მიმართ, ვინც 2 წელია გაუჩერებლად ვმუშაობთ იმისთვის, რომ თქვენ ყოველდღიური ინფორმაცია გქონდეთ რა ხდება ქვეყანაში, მსოფლიოში და როგორ დაიცვათ თავი!”- წერს კასრაძე.

იხილეთ ასევე

თბილისში ბაღების ნახევარზე მეტი დახურულია, ქვეყნის მასშტაბით კი 108 სკოლა და 687 კლასი დისტანციურ რეჟიმზეა

ბოლო კვირის მონაცემით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი. ინფორმაციას …