მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ვივიანა ჭყონია : პაციენტებს ჯენერიკ დასახელებითაც ვუნიშნავ მედიკამენტებს
პაციენტებს დანიშნულებაში ჯენერიკ დასახელებით ვუწერ პრეპარატს. რაც შეეხება პირად მოხმარებას, თავადაც ხშირად ვიყენებ ჯენერიკებს და კმაყოფილი ვარ ნამდვილად.

ვივიანა ჭყონია : პაციენტებს ჯენერიკ დასახელებითაც ვუნიშნავ მედიკამენტებს

ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე გაზრდილი ფასების ფონზე ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების მეტი რაოდენობით შემოსვლა დაანონსა, რამაც ფასების რეგულირება უნდა უზრუნველყოს.

რამდენად ხშირად იყენებენ პრაქტიკაში ჯენერიკებს ექიმები და კმაყოფილნი არიან თუ არა მათი ეფექტურობით, ამ საკითხზე ინფექციონისტს ვივიანა ჭყონიას ვესაუბრეთ:

“ჯენერიკებს ვენდობი და ვიყენებ, რა თქმა უნდა. პაციენტებს დანიშნულებაში ჯენერიკ დასახელებით ვუწერ პრეპარატს. რაც შეეხება პირად მოხმარებას, თავადაც ხშირად ვიყენებ ჯენერიკებს და კმაყოფილი ვარ ნამდვილად. თუ შედეგით კმაყოფილი ვარ, მწარმოებელ ქვეყანას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ასე, რომ განწყობა, რომ ჯენერიკები უხარისხოა და პრაქტიკაში არ გამოვიყენო, ნამდვილად არა მაქვს, ეს დამკვიდრებული სტერეოტიპია ქვეყანაში. ამიტომ ინფორმაციულობის დონე უნდა გაიზარდო რაც ჯენერიკების მიმართ დამოკიდებულებას ნამდვილად შეცვლის“.

1news.ge

იხილეთ ასევე

„ჯიპისი ლაბი“ ახალი სერვისების დამატებას გეგმავს

„ჯიპისი ლაბი“ ახალი სერვისების დამატებას გეგმავს. როგორც კომპანიაში jandacva.ge-ს განუცხადეს, მომსახურებებს შესაძლოა თმის ანალიზი დაემატოს, …