მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „წარმოუდგენლად მიმაჩნია, ექიმს თუ ექთანს ხელფასი არ მიეღო“ – ნინო კობახიძე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე

„წარმოუდგენლად მიმაჩნია, ექიმს თუ ექთანს ხელფასი არ მიეღო“ – ნინო კობახიძე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე

წარმოუდგენლად მიმაჩნია, კლინიკების დირექტორებს და სხვა თანამდებობის პირებს მიეთვისებინათ ის თანხები, რომლებიც ექთნებს და ექიმებს ეკუთვნოდათ. ამის შესახებ “ჯეოჰოსპიტალსის” ქსელის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრის იმ განცხადების კომენტარისას განაცხადა, რომლის თანახმადაც „დანაშაულია, როდესაც ექთნებს და ექიმებს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ დანამატებს არ აძლევდნენ და არის შემთხვევები, როცა დირექტორები და მოადგილეები 5-10-ჯერ იზრდიდნენ ხელფასებს მათ ხარჯზე.“

ნინო კობახიძე ამბობს, რომ როგორც ბორდი, ისინი თავად არიან დაინტერესებული მსგავსი ფაქტების გამოვლენით, თუ ასეთი დაფიქსირდება, და ასეთი დირექტორი არ უნდა გაჩერდეს დაკავებულ პოზიციაზე.

„ჩვენ ქსელში წარმოუდგენლად მიმაჩნია, ასეთი რამ მომხდარიყო. აქ თუ საუბარია იმაზე, რომ ძალიან ბევრ კლინიკაში სხვადასხვა ექიმი ბევრ ადგილას მუშაობს  და შეიძლება იყო ტექნიკური გადაცდომა – მორიგეობის დროს კოვიდპაციენტს ემსახურებოდა თუ არა, მაგრამ სხვა შემთხვევაში წარმოუდგენლად მიმაჩნია, ექიმს თუ ექთანს ხელფასი არ მიეღო,“- განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, დაბარებული უნდა იყვნენ იმ კონკრეტული კლინიკების წარმომადგენლები, სადაც მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა და კლინიკების დამფუძნებლები მოტივირებულები იქნებიან, რომ ასეთ არაკეთილსინდისიერ მენეჯმენტს დაემშვიდობონ.

ნინო კობახიძის შეფასებით, ესაა თაღლითობა და თანხების მითვისება.

მისივე თქმით, სისტემატურად მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის შემოწმებები, ასევე ტარდება შიდა აუდიტი. გარდა ამისა, კლინიკები კოვიდის მიმდინარეობის პერიოდში და შემდგომაც მოწმდება შრომის უსაფრთხოების დეტალებზე, ინფექციების კონტროლზე და ფინანსურ საკითხებზე, რაც ჩვეულებრივი, მუშა პროცესია.

 

jandacva.ge

 

იხილეთ ასევე

თენგიზ ცერცვაძე: მე ვრჩები თანამდებობაზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის თანამდებობაზე რჩება. ამის შესახებ ცერცვაძემ საქართველოს პირველის …