მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » Welfare Foundation – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაბალი ხარჯთეფექტურობით გამოირჩევა
Welfare Foundation -ის რეკომენდაციით, საჭიროა ზუსტად და უფრო დაწვრილებით განისაზღვროს პროვაიდერების ანაზღაურების ვადები და სხვა მექანიზმები.

Welfare Foundation – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაბალი ხარჯთეფექტურობით გამოირჩევა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაბალი ხარჯთეფექტურობით გამოირჩევა. ასეთია ორგანიზაცია Welfare Foundation-ის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯთ- ეფექტურობის შეფასების საბოლოო ანგარიშის შედეგი.

ანგარიშის თანახმად, 2015 წელს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში პროგრამული დანახარჯები 1,8%-ს შეადგენდა, მაგრამ არსებული, ყოველწლიური 0,8%-იანი ზრდის შემთხვევაში, უახლოეს ომავალში, ეს ციფრი საგანგაშოდ გაიზრდება.

ორგანიზაციის განმარტებით, პროგრამის დაბალი ხარჯთ-ეფექტურობის უპირველესი მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროში კვალიფიციური ანალიტიკური სამსახურის არარსებობაა.

კვლევის მიხედვით, პრობლემები ვლინდება როგორც პროგრამის მონიტორინგის, ისე მისი დეტალური ანალიზისა და ეფექტური დაგეგმარების მხრივ.

კვლევის შედეგების მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ნაკლებ აქცენტს აკეთებს პრევენციულ კომპონენტზე. ინვესტიცია ძირითადად ხორციელდება ყველაზე ხარჯიან სერვისებში, პრევენციული ღონისძიებები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელშეწყობის საკითხები კი პრაქტიკულად იგნორირებულია. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ასეთი მიდგომა პროგრამის განხორციელებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის და გადაუდებელ სერვისებთან დაკავშირებული ხარჯები ყოველწლიურად გაიზრდება.

„აუცილებელია პროგრამის ხარჯვით ნაწილში სოციალურად დაუცველი პირების მედიკამენტოზური უზრუნველყოფის საკითხის გადახედვა და მაღალი ჯარიმების შემოღება პროვაიდერი დაწესებულებების მიერ ნოზოლოგიური კოდებით მანიპულირების აღმოჩენის შემთხვევაში“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

Welfare Foundation-ის რეკომენდაციით, საჭიროა ზუსტად და უფრო დაწვრილებით განისაზღვროს პროვაიდერების ანაზღაურების ვადები და სხვა მექანიზმები.

commersant.ge

იხილეთ ასევე

დსთ-სთან შედარებით საქართველოში პირველადი ჯანდაცვა ყველაზე ცუდად ფინანსდება – „ევექსის“ ტოპ-მენეჯერის პოზიცია

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა განვითარების მომდევნო ეტაპზე გადადის. ამ თემაზე ბოლო შეხვედრა კერძო სექტორსა და ჯანდაცვის …