მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » „ყველაფერი ჩვენს ხელშია“ – რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტების მადლობის გზავნილი აჭარის მთავრობას

„ყველაფერი ჩვენს ხელშია“ – რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტების მადლობის გზავნილი აჭარის მთავრობას

13 მაისს, 19:00 საათზე ბათუმში, სასტუმროლემერიდიენში(მის: ე.ნინოშვილისა და ს. ჟღენტის ქუჩების კვეთა) რევმატოიდული ართრიტის მქონეპაციენტთა კავშირის ეგიდით ღონისძიებაგაიმართება. ღონისძიება რევმატოიდული ართრიტისსაინფორმაციო კამპანიის ყველაფერი ჩვენს ხელშია“ ფარგლებში ეწყობა და მიზნად აჭარისავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის სამინისტროს მიმართმადლიერების გამოხატვას ისახავს.

შეგახსენებთ, რომ   2020 წლიდან აჭარის რეგიონშირევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებისთვისსპეციალური პროგრამა ამოქმედდა და ბიოლოგიური პრეპარატებით ადეკვატური მკურნალობახელმისაწვდომი გახდა.

ღონისძიებას დაესწრებიან გენეტიკური და იშვიათიდაავადებების საქართველოს ფონდისწარმომადგენლები, ექიმირევმატოლოგები, პაციენტები, მხარდამჭერები, სამინისტროს და მედიისწარმომადგენლები.

ინფორმაცია დაავადების შესახებ

რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური, ქრონიკული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სახსრების პროგრესირებადი, შეუქცევადი დაზიანება და  ქმედუუნარობის განვითარება. ყოველი მეასე ადამიანი დაავადებულია რევმატოიდული ართრიტით და დაავადება უპირატესად ვითარდება 35-60 წლის ასაკის ინდივიდებში. ქალები მამაკაცებზე სამჯერ უფროხშირად ავადდებიან. გლობალური სტატისტიკის მიხედვით  რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა 2/3 აღენიშნება მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ქმედუუნარობა, ხოლო 10%-ს – მძიმე ქმედუუნარობა.რევმატოიდულმა ართრიტმა შეიძლებადააზიანოს ყველა სახსარი, მაგრამ უმეტესად ზიანდებახელის, ფეხის და მაჯის სახსრები. სახსრებისპროგრესირებად  შეუქცევად დაზიანებას თან სდევსშრომის უნარის თანდადანობითი დაქვეითება დადამოუკიდებლობის დაკარგვა, პაციენტებს არშეუძლიათ ისეთი მარტივი მოქმედებების შესრულება, როგორიცაა თმის დავარცხნა,  კიბეზე ასვლა, საჭმლისმომზადება და .. განვითარებად ქვეყნებში პაციენტთა ნახევარი დიაგნოზის დასმიდან 10 წლის განმავლობაში კარგავს სამსახურს, შესაბამისად საარსებო წყაროს და სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სისტემიდან დამატებით რესურსებს მოითხოვს.

იხილეთ ასევე

კლინიკა “ახალი სიცოცხლე” რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის კიბოს უფასო დიაგნოსტიკურ კვლევებს ჩაატარებს

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა “ახალი სიცოცხლე” რეგიონებში მაცხოვრებლებისთვის კიბოს უფასო დიაგნოსტიკურ კვლევებს სთავაზობს. აქციის ფარგლებში …