მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენს პაციენტებს საზღვარგარეთ წასვლა რომ აღარ დაჭირდეთ
საზღვარგარეთ

ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენს პაციენტებს საზღვარგარეთ წასვლა რომ აღარ დაჭირდეთ

დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფთან, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის ხარისხზე საქართველოში.

“ის რაც უკვე გაკეთდა საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლით, აუცილებლად საჭიროებს ხარისხობრივ მოგვარებას, მარტივად რომ ვთქვათ არ უნდა ჭირდებოდეს საქართველოს ამდენ მოქალაქეს საზღვარგარეთ მკურნალობის ძებნა.

უკვე სახელმწიფოს საკმარისი რესურსები აქვს იმისთვის, რომ ადგილზე დაიწყოს ამ მიმართულებების განვითარება და მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში იყოს საჭირო ჩვენი პაციენტების საზღვარგარეთ წასვლა.” – განაცხადა დავით სერგეენკომ

შეგახსენებთ,რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა გრძელვადიან ხელშეკრულებას საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფთან: Global Alliance for Health and Social Compact.-თან.

ჯანდაცვის სამინისტროში დოკუმენტს ხელი მოაწერეს: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და ჯგუფის კოორდინატორმა ჟან-ელი მალკინმა. ჯგუფის ამოცანაა, ჯანდაცვის თვისობრივად ახალი ინოვაციური მოდელის შექმნა. მათი გამოყენების ერთ-ერთი საბაზისო პრინციპი იქნება ევროპული სამედიცინო სტანდარტების 100%–ით დაცვის პირობებში ჯანდაცვასა და სამედიცინო მომსახურებაზე ხარჯების შემცირება.

ipress.ge

იხილეთ ასევე

„ძალიან დიდი უკმაყოფილება მოდის ჩვენთან“ – ჯანდაცვის სამინისტროში იაშვილის კლინიკის ონკოპაციენტი ბავშვების მშობლებთან შეხვედრები დაიწყო

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ბავშვთა ონკოლოგიაში არსებულ პრობლემებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა და იაშვილის კლინიკის …