მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ზაზა თელია: საქართველოში ყველაზე მთავარი პრობლემა პაციენტის განათლებაა

ზაზა თელია: საქართველოში ყველაზე მთავარი პრობლემა პაციენტის განათლებაა

კანის დაავადებების დროს და ზოგადად, ექიმთან კვლევებზე სიარულის კულტურა ახალგაზრდებში გაიზარდა, თუმცა საერთო მოსახლეობაში სამედიცინო კულტურა დაბალია. ამის შესახებ დერმატოლოგ-ვენეროლოგი ზაზა თელია აცხადებს.

მისი თქმით, 35-40 წლის ადამიანებში ეს პროგრესი ჩანს, უფრო ზევით ასაკში კი რთული ვითარებაა.

„ყველაზე მთავარი პრობლემა პაციენტის განათლებაა. მედიცინის დონით ის ქვეყნები დგანან პირველ ადგილზე – ვგულისხმობ მაგალითად აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს, სადაც პაციენტია განათლებული ანუ მხოლოდ ექიმის განათლებას მნიშვნელობა არ აქვს. პაციენტმა უნდა იცოდეს თავისი დაავადების შესახებ ყველაფერი,“ – გ ანაცხადა ზაზა თელიამ.

მისი თქმით, ამაზე თავად ექიმებმა უნდა იმუშაონ, რადგან პაციენტის განათლება სწორედ ექიმებზეა დამოკიდებული.

ექიმსა და პაციენტს შორის ტრადიციული ურთიერთობა, რომელიც დიდი ხანია ჩამოყალიბდა, ექიმების მხრიდან ავტორიტარული სტილისკენ, პაციენტის მხრიდან კი მორჩილებისკენ იხრება.

დასავლეთში კი მივიდნენ დასკვნამდე, რომ პაციენტის ცნობიერების ამაღლების გარეშე სრულფასოვანი მკურნალობა შეუძლებელია. კერძოდ, პაციენტის სათანადო ინფორმირებულობა მას საშუალებას აძლევს, მოემზადოს მისი დაავადების ნებისმიერი სიმპტომისთვის, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს. თუ მან იცის, რომ კონკრეტული სიმპტომი მის მდგომარეობას უკავშირდება, შეუძლია ექიმს მიაწოდოს ინფორმაცია, აქვს თუ არა ასეთი სიმპტომი, როდის გამოუვლინდა ის და ა.შ.. ამასთან, მან უნდა იცოდეს იმ მკურნალობის შესახებ, რომელიც შესაძლოა მომავალში დასჭირდეს.

თუკი პაციენტმა იცის, რატომ გამოუწერეს ესა თუ ის მედიკამენტი ან დაუნიშნეს მკურნალობა, უფრო დიდია ალბათობა, რომ საკუთარ თავზე აიღებს პასუხისმგებლობას მკურნალობის პროცესში, იქნება ეს წამლების დროული მიღება თუ ოპერაციისთვის სწორი მომზადება.

პაციენტების განათლება ესაა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ადამიანმა უკეთ გაიგოს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა, დიაგნოზი, დაავადება ან შეზღუდული შესაძლებლობის ჩამოყალიბება. ეს კი პაციენტებს უზრდის მოტივაციას, დაიცვან მკურნალობის რეჟიმი. მკურნალობა წარიმართება ექიმსა და პაციენტს შორის თნამშრომლობით, ინფორმირებული თანხმობის პრინციპით.

იხილეთ ასევე

“მოლოდინი, რომ კლინიკებში მიმართვიანობა შემცირდება, არ გვაქვს”

მოლოდინი, რომ ბოლო პერიოდში კლინიკებში მიმართვიანობა შემცირდება, არ გვაქვს – რესპირაციული ვირუსების ბუნებიდან გამომდინარე, აცივების კვალდაკვალ, …