მთავარი » ჯანდაცვა » ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს შეკითხვით მიმართავს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეკითხვით მიმართავს.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს შეკითხვით მიმართავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეკითხვით მიმართავს. მას აინტერესებს, თუ როდის აპირებს მთავრობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებას 100 მილიონი ლარი დაუმატოს.

„ოქტომბერი იწურება. საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში მხოლოდ ოქტომბრის ფულია დარჩენილი. 470-მილიონიანი წლიური ბიუჯეტი 100 მილიონი ლარითაა გასაზრდელი, რომ დღემდე არსებული ხარჯვის ტემპით გააგრძელოს საავადმყოფოების ანაზღაურება ჯანდაცვის სამინისტრომ. თუმცა ეს 100 მილიონი ვერ ეყოფა იმ დაახლოებით 200 მილიონ ლარზე მეტ დავალიანებას, რომელიც სამინისტროს საავადმყოფოების მიმართ დაუგროვდა.

დავალიანების ნაწილი მომავალ წელს გადავა და იანვარ-თებერვალშივე “შეჭამს” საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მომავალი წლის ბიუჯეტის მნიშვნელოვან პორციას. სამედიცინო სფეროში სულ უფრო მძიმდება მდგომარეობა.

ახლა კი მარტივი კითხვა ჯანდაცვის სამინისტროს: როდის აპირებს საქართველოს მთავრობა, პარლამენტს მიღებინოს 2015 წლის ბიუჯეტის ცვლილება, რომ 100 მილიონი დაგემატოთ ამ პროგრამაზე?

იმას აღარ ვკითხულობ, ეს 100 მილიონი საიდან მოგაქვთ. არც იმაზე ვსაუბრობ, რომ სხვა პროგრამებშიც გაღრვევა გაქვთ და რამდენიმე ათეული მილიონი ლარი ჯანდაცვის სხვა პროგრამებზე გაქვთ დასამატებელი.

ჯერ პირველ კითხვაზე მიპასუხეთ“, — წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

medianews.ge

იხილეთ ასევე

„ფაიზერის“ ფირმის ვაქცინით იმუნიზაცია საქართველოს 7 კლინიკაში დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაციის …