მთავარი » რეფორმები » პირველადი ჯანდაცვა » ზურაბ ნონიაშვილი: ჯანდაცვის პირველად რგოლს კვალიფიციური ექიმები უნდა ყავდეს
რუსთავის კლინიკა „ოჯახის ექიმის“ დამფუძნებელი ზურაბ ნონიაშვილი გვესაუბრა პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარების მნიშვნელობაზე საქართველოში.

ზურაბ ნონიაშვილი: ჯანდაცვის პირველად რგოლს კვალიფიციური ექიმები უნდა ყავდეს

გამოკითხვა რა გაწუხებთ? იანვრის ბოლოდან ჯანდაცვის სამინისტროსა და საკონსულტაციო ჯგუფ გლობალური ალიანსის მონაწილეობით ჯანდაცვის რეგიონულ ცენტრებში 16 ათასზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.

ამჟამად გრძელდება ინტერნეტ გამოკითხვა და კითხვარების შევსება ვებ-გვერდზე www.1505.ge. გამოკითხვისას გამოიკვეთა, რომ პირველადი ჯანდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული უნდა გახდეს სამინისტროს საქმიანობაში.

პირველადი ჯანდაცვის რგოლი რეფორმის ქვაკუთხედია და იგი გულისხმობს,რომ დაავადებათა უმრავლესობა ადრეულ ეტაპზე იქნება გამოვლენილი. რაც მთავარია, მომსახურების ეს ფორმა უფრო იაფია მოსახლეობისთვის, ვიდრე მეორეული და მესამეული ჯანდაცვის დონე.

რუსთავის კლინიკა „ოჯახის ექიმის“ დამფუძნებელი ზურაბ ნონიაშვილი გვესაუბრა პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარების მნიშვნელობაზე საქართველოში:

„საზოგადოებისთვის კარგი ფაქტია, პირველადი ჯანდაცვის რგოლის წინ წამოწევა და სრულად დაფინანსება. ყველაზე ჭკვიანი და კარგი ექიმი უნდა იჯდეს პირველად რგოლში, სადაც ხდება პაციენტების გადანაწილება ვიწრო სპეციალობების მიხედვით.

თუ პირველადი რგოლი ძლიერია და გამართულად მუშაობს, საავადმყოფოში ნაკლები პაციენტი ხვდება. თუ ავადმყოფების რაოდენობა გვინდა შევამციროთ, უნდა გავაკეთოთ დისპანსერიზაცია. მოსახლეობის უმრავლესობა პირდაპირ მიდის საავადმყოფოში, თავს არიდებს პირველად რგოლს და იხდის გაცილებით მეტს. პირველად რგოლს თუ გაივლის, მას ზუსტად ეტყვიან, რომელ ექიმს მიაკითხოს და კონკრეტულად რა სჭირდება მას,“-ამბობს ზურაბ ნონიაშვილი.

იხილეთ ასევე

ღონისძიება ხელს შეუწყობს პირველადი ჯანდაცვის რგოლის გამართულ და მაღალკვალიფიციურ მუშაობას. საერთაშორისო კონფერენცია სასტუმრო ”რედისონში” გაიმართა.

პირველადი ჯანდაცვა – საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

16 აპრილს, პირველადი ჯანდაცვის განვითარების თემაზე საერთაშორისო დონის კონფერენცია გაიმართა.ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს პირველადი ჯანდაცვის …