ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა კომპანია Moderna-სთან გაფორმებული კონტრაქტი, რომელიც ე.წ. ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ბოლო ეტაპზე გამოცდას გულისხმობს.
იანვარში Moderna-ს ბაიდენის ადმინისტრაციამ 590 მილიონი დოლარი გამოუყო, რათა დაჩქარებულიყო ფრინველის გრიპის ვაქცინის შექმნა და გაფართოებულიყო პანდემიური გრიპის კიდევ ხუთი ქვეშტამის კლინიკური კვლევები.
დამატებით 176 მილიონი დოლარის დაფინანსების მიზანი იყო, დასრულებულიყო H5N1-ის
mRNA ვაქცინის საბოლოო განვითარების და ტესტირების პროცესი.
„გაუქმება ნიშნავს, რომ მთავრობა უარყოფს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და სწრაფ საშუალებას ფრინველის გრიპის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ — თქვა ჯონ ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის უფროსმა მკვლევარმა ამეშ ადალჯამ.
აშშ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს სპიკერის განცხადებით, შემოწმების შედეგად გადაწყდა, რომ პროექტი არ აკმაყოფილებდა სამეცნიერო სტანდარტებსა და უსაფრთხოების მოთხოვნებს, რაც საჭიროა ფედერალური ინვესტიციის გაგრძელებისთვის.